|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში რეაბილიტირებული მანსარდები ჰაერში რჩება

ქუთაისის ცენ­ტრში, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა №2-ში მცხოვ­რებლები ქა­ლა­ქის მე­რი­ას მი­მარ­თა­ვენ, მათ საცხოვ­რებელ სახლზე და­შე­ნებული და­მა­ტებითი სარ­თუ­ლის სიმბოლურ ფა­სად (1 ლარად) გა­და­ცე­მის მოთხოვ­ნით.

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მო­სახლეობის მოთხოვ­ნა ლო­გი­კუ­რი­ა. თუმ­ცა, მოთხოვ­ნის შეს­რუ­ლება ამ ეტაპ­ზე  თვით­მმარ­თვე­ლობის ძა­ლებს აღე­მა­ტება. 

ქუ­თა­­სის ვიც-მე­რის, ამი­რან ძო­წე­ნი­ძის გან­მარ­ტებით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ობიექ­ტები თვით­მმარ­თვე­ლობას არ ეკუთ­ვნის. ვი­ცე-მე­რის გან­მარ­ტებით, მას­ზე პა­სუხის­მგებელი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნისტ­რო­ა.

„ჩვენ ბევრჯერ მივ­მარ­თეთ სა­მინ­ისტროს იმის შე­სახებ, რომ ობიექ­ტი­სათ­ვის და­ნიშ­ნუ­ლება გა­მო­­ძებნა ან ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობას გან­კარ­გვის უფ­ლებით გად­მოგ­ვცე­მო­და. თუმ­ცა, ამ დრომ­დე საქ­მე ვერ მოგ­ვარ­და", - ამბობს ძო­წე­ნი­ძე. რაც შეეხება მო­სახლეობის მხრი­დან და­პი­რების შეხსე­ნებას, ამბობს, რომ ამის შეს­რუ­ლება არ­სებული პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლებების პე­რი­ოდ­ში მათ აღარ შე­უძ­ლი­ათ. 

„ამ პრობლე­მებზე  ქა­ლა­ქის ახალ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლობამ უნ­და იზ­რუ­ნოს", - ამბობს ძო­წე­ნი­ძე.

newpress.ge-ს ეკო­ნო­­მი­კის სა­მი­ნისტ­რო­ში გა­ნუ­მარ­ტეს, რომ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ობიექ­ტები სახელმ­წი­ფო სა­კუთ­რებაა. თუმ­ცა, ისი­ნი ჯერ საჯარო რე­ეს­ტრში არ არის და­რე­გის­ტრი­რებული.

აღ­მოჩ­ნდა, ისიც, რომ ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობიდან  სა­მი­ნის­ტრო­ში არა­ნა­­რი ოფი­ცი­­ლუ­რი წე­რი­ლი ობიექ­ტების გად­მო­ცე­მის თაობაზე გაგ­ზავ­ნი­ლი არ არის. მას შემ­დეგ რაც, newpress.ge-ის მი­მარ­თვის შე­დე­გად სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხით და­ინ­ტე­რეს­და, მე­რი­­ში გან­მარ­ტეს, რომ მა­თი თხოვ­ნა ქო­ნების გად­მო­ცე­მის თაობაზე მხოლოდ სიტყვი­­რი იყო და არა­ნა­­რი ოფი­ცი­ალ­­რი დო­კუ­მენ­ტი არ აქვთ გაგ­ზავ­ნი­ლი.

„სიტყვი­­რი თხოვ­ნებით საქ­მე არ კეთ­დება. ჩვენ ამ საქ­მის მოკ­ვლე­ვას და­ვიწყებთ", - გან­მარ­ტა newpress.ge-სთან სა­ტე­ლე­ფო­ნო საუბრი­სას ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნისტ­რსოს პრეს­სამ­ახურის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, და­ვით ღონ­ღა­ძემ.

შე­გახსე­ნებთ, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდებარე შე­ნობების­თვის და­მა­ტებითი სარ­თუ­ლების აშე­ნება ქა­ლა­ქის ცენ­ტრის რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებში განხორ­ცი­ელ­და.

პრო­ექ­ტის მთლი­ან­მა ღი­რებულებამ 2 მლნ 299 ლა­რი შე­ად­გი­ნა.

რა ხდება რეაბილიტირებულ მანსარდებს მიღმა? – იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო


ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა