|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინოვ­ნი­კებთან ახლობლობით და­გებული გზა და პრო­ექ­ტი­დან „მო­ტეხილი" უბნის ნა­წი­ლი

400 000 ლა­რამ­დე ღი­რებულების პრო­ექ­ტში, რომ­ლის ფარ­გლებშიც ქუ­თა­ის­ში "რი­ონჰესის" და­სახლებაში გზის სა­ფა­რის რეაბილი­ტა­ცია უნ­და მოხდეს, დარღ­ვე­ვებია.

პრო­ექ­ტში აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღვე­ვების სა­ფუძ­ველ­ზე კი "რი­ონჰესის" და­სახლებაში მცხოვ­რები 12 ოჯახი, სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოებს მიღ­მა რჩება.

პრო­ექტს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახლეობა, აღ­ნიშ­ნულ­ში ბრალს,  ქუ­თა­­სის მე­რი­ის ერთ-ერთ თა­ნამ­შრმელს სდებს. რის გა­მოც, ისი­ნი სა­მარ­თლი­­ნობის აღ­დგე­ნა­სა და პრო­ექ­ტში კო­რექ­ტი­ვების შე­ტა­ნას ითხოვენ.

ახალი გზა, სა­რეაბილი­ტა­ციო პრო­ექ­ტის ფარ­გლებში, „რი­ონჰესის" და­სახლებაში, 2013 წლის ბოლომ­დე უნ­და მო­ეწყოს. თუმ­ცა რი­ონჰეს­ში და­სახლებულ­თა მტკი­ცებით, რეაბილი­ტა­ცი­ის ახალი პრო­ექ­ტი უზუს­ტობებს შე­­ცავს. რაც და­სახლების ნა­წილს, მათ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზების გა­მო, გან­სახორ­ცი­­ლებელი სა­მუ­შა­ოების მიღ­მა ტო­ვებს.

"ვი­ცით, რომ რი­ონჰესის და­სახლებაში გზის რეაბილი­ტა­ცი­ის ძვე­ლი პრო­ექ­ტი, გზის სა­ფა­რის აღ­დგე­ნას მთე­ლი და­სახლების ტე­რი­ტო­რი­­ზე ით­ვა­ლის­წი­ნებდა. ახალ პრო­ექ­ტში კი ჩვე­ნი ბინის ირ­გვლივ მდებარე ტე­რი­ტო­რია გამ­ქრა­ლი­ა. ვერ გა­ვი­გეთ რას­თან გვაქვს საქ­მე -  რა­­მე დარ­ღვე­ვა­ა, თუ უბრა­ლოდ, ადა­მი­­ნებად აღარ გვთვლი­ან?," - ამბობს რი­ონჰესის და­სახლებაში,  ახალ­გაზ­რდობის მე-5 შე­სახვე­ვის №7 ბინა­ში მცხოვ­რები მა­რი­ნა ჩა­ჩუა.

სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოების მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მო­სახლეობის ნა­წი­ლი კი თვლის, რომ  პრო­ექ­ტი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შეც­ვა­ლეს. აღ­ნიშ­ნულ­ში, ისი­ნი ბრალს სა­კუ­თარ მე­ზობელს, ქუ­თა­­სის მე­რი­­ში და­საქ­მებულ  გი­ორ­გი წუ­ლა­ძეს სდებენ. 

"ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით ვინც „მოგ­ვტეხა" პრო­ექ­ტი­დან და ეს იმი­ტომ გა­­კე­თა, რომ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­­ზე გან­სახორ­ცი­­ლებელი სა­მუ­შა­ოების გაქ­რობის ხარჯზე, გზა სა­კუ­თა­რი სახლის წინ მო­ეწყო. მი­კერ­ძოებას და ბიუ­როკ­რა­ტიზმს აქვს ად­გი­ლი, რად­გან ეს ადა­მი­­ნი მე­რი­­ში მუ­შაობს და ნაც­ნობ-მე­გობრობით სარ­გებლობს," - ამბობს ახალ­გაზ­რდობის ქუ­ჩის №7 ბინა­ში მცხოვ­რები  მუ­რად ქერ­დეყაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, „ნა­ცი­­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" გუნ­დის წევ­რი, გი­ორ­გი წუ­ლა­ძე, სახელი­სუფ­ლებო ცვლი­ლების შემ­დეგ, სამ­სახური­დან დათხოვ­ნას ყოველ­დღე ელო­დება. ხოლო თა­ნამ­დებობრი­ვი ძა­ლა­უფ­ლების ფარ­გლებში, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სების გა­ტა­რებას ჯერ კი­დევ  ცდი­ლობს.

"სირცხვი­ლი­ა, რო­ცა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სების გა­მო, თა­ნამ­დებობას იყენებ და მე­ზობლებს ჩაგ­რავ. ასე­ვე უსა­მარ­თლობაა, ერ­თი უბანი ასე თვით­ნებურად ორად გაყო. ნა­წილს ყვე­ლა სი­კე­თე გა­­კე­თო, იმი­ტომ რომ ცენ­ტრში ცხოვ­რობენ და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ გრჩება, ხოლო ნა­წი­ლი სა­ერ­თოდ გა­რიყო," - ამბობენ ახალ­გაზ­რდობის ქუ­ჩის №7 ბინა­ში მცხოვ­რებლები.

თა­ვის მხრივ, გი­ორ­გი წუ­ლა­ძე, "ახალ გა­ზეთ­თან" საუბარ­ში აღი­­რებს, რომ სა­კუ­თა­რი სახლის ტე­რი­ტო­რი­ის სა­რეაბილი­ტა­ციო პრო­ექ­ტში ჩას­მა, ნამ­დვი­ლად "ახლობელ­თან" თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მოახერხა. თუმ­ცა მე­ზობლების­გან განსხვა­ვებით, და­სახლების ნა­წი­ლის რეაბილი­ტა­ცი­ის  მიღ­მა დარ­ჩე­ნას, წუ­ლა­ძე  სულ სხვა მი­ზე­ზით ხსნის.

"რო­დე­საც და­სახლებაში გზა იგება, ის არ გუ­ლისხმობს შე­სახვე­ვებში გზის სა­ფა­რის მოწყობას. ასე, რომ პრე­ტენ­ზია წე­სით არც მე უნ­და მქონ­დეს და არც №7 ბინა­ში მცხოვ­რებ მო­სახლეობას, რად­გან მეც და ისი­ნიც შე­სახვევ­ში ვცხოვ­რობთ. თუმ­ცა პი­რა­დად მე, ჩემს ნაც­ნობს ვთხოვე დახმა­რება და გზას ამი­ტო­მაც მი­გებენ," - ამბობს ქუ­თა­­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის საქ­მი­­ნობაზე ზე­დამხედ­ვე­ლობის სამ­სახურის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი წუ­ლა­ძე.

მუხნა­რის მარ­თვის ტე­რი­ტო­რი­ულ ორ­გა­ნო­ში, რომ­ლის დაქ­ვემ­დებარებაშიც"რი­ონჰესის" და­სახლება შე­დის, რეაბილი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რებულ პრობლე­მებს სხვა ვერ­სი­ით ხსნი­ან.

"პრო­ექ­ტის შედ­გე­ნის დროს შეც­დო­მები გა­­პა­რა და ამი­ტო­მაც არის №7 ბინას­თან გან­სახორ­ცი­­ლებელი სა­მუ­შა­ოებია გა­მორ­ჩე­ნი­ლი. ეს ხალხი აბსო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­თლი­­ნად მო­ითხოვს გზის რეაბილი­ტა­ცი­ას და ვცდი­ლობ პრო­ექ­ტის კო­რექ­ტი­რების მოთხოვ­ნით რაც შე­იძ­ლება მა­ლე მივ­მარ­თო ქუ­თა­­სის მე­რი­ას," - გან­მარ­ტავს მუხნა­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თავმჯდო­მა­რე, ვი­­ლა ერის­თა­ვი.

ქუ­თა­­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის მი­ერ მო­წო­დებული ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახმად პრო­ექ­ტში ხარ­ვე­ზების აღ­მო­ჩე­ნის შემთხვე­ვა­ში, კო­რექ­ტი­რების შე­ტა­ნა შე­საძ­ლებელია. თუმ­ცა

ავტორი: ანა ჯანაშია