|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითმხილველი: მამაო იძახოდა – კაბის შიგნით "პრისტუპნიკი" ვარ, მღვდელი არ გეგონოთო

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი ზესტაფონში, სხვა პირებთანერთად, პატრულს ეჩხუბა –  აღნიშნული შემთხვევის თაობაზე newpress.ge-ს თვითმხილველმა აცნობა, რომელმაც შესაბამისი ვიდეომასალაც მოგვაწოდა.

წყაროს თქმით, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს, ვიდეომასალა ადგილზე მყოფი უცხოელი ტურისტების მიერ, სამოყვარულო კამერით არის გადაღებული. ვიდეოკადრებში ასახულია ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზესტაფონის საყავრიის უბნის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გიორგი მეგრელიშვილი, რომელიც ზესტაფონში, ჩხუბში ერთვება და შემდგომში, თავადაც ჩხუბობს პოლიციელებთან. (იხილეთ ვიდეო)

რა მოხდა ზესტაფონში და რატომ იჩხუბა სასულიერო პირმა? – newpress.ge თვითმმხილველის მონათხრობს უცვლელად გთავაზობთ.

"ჩხუბი ზესტაფონში მაღაზია „იოლის“ წინ 6 მაისს, გიორგობას მოხდა. ეს ადგილი უბნის „ბირჟას“ წარმოადგენს. რამოდენიმე პირს შორის მოხდა გაუგებრობა მანქანასთან დაკავშირებით, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის ფაქტს შეესწრო პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც პატრული გამოიძახა. პატრული მოვიდა  და მოჩხუბრები დააშოშმინა. ამ დროს გამოჩნდა მამა გიორგი მეგრელიშვილი ნასვამ მდგომარეობაში. როდესაც მან დაინახა პატრული მოჩხუბრებს აწყნარებდა, მივიდა და პატრულს დაარტყა. ჩხუბი ხელახლა დაიწყო. მამაო იძახოდა: „მე კაბის შიგნით "პრისტუპნიკი ვარ", მღვდელი არ გეგონოთო“. რის შემდეგაც ზოგი წყველა და ზოგი აგინა“, – ყვება თვითმხილველი.

მისივე თქმით, პატრულმა ჩხუბის მონაწილეები დააკავა, თუმცა მამა გიორგი მეგრელიშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. "დაკავებულებიდან ერთი გირაოს სახით გაათავისუფლეს. დანარჩენები პასუხისგებაში არიან მიცემულნი," – ამბობს წყარო.

თვითმხილველის ინფორმაციით, მამა გიორგი მეგრელიშვილი, რომელიც მარგვეთისა და უბისის ეპარქიის, ზესტაფონის საყავრიის უბნის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახურია, აღნიშნული ეპარქიის ეპისკოპოსის ზარმა იხსნა პასუხისგებიდან.

იხილეთ თვითმხილველის მიერ მოწოდებული ვიდეო

აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა