|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიაში 6 კილოიანი ბავშვი დაიბადა

გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში 6 კილოიანი ბავშვი გაჩნდა.

პატარა გოლიათი, სახელად იასლინი, ბუნებრივი მშობიარობით მოევლინა ქვეყანას. ბავშვი სამშობიარო University Hospital-ში დაიბადა.
ახალშობილის დედას, ნაყოფის განვითარების პერიოდში შაქრიანი დიაბეტი დაუდგინდა. სწორედ ამიტომ ნაყოფი მძიმეწონიანია.
დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ და გინეკოლოგთა ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
როგორც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია აღნიშნული, მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიანი ახალშობილი 1879 წელს კანადელმა ანა ბეიტსმა გააჩინა. თუმცა 10 კილოიანი ბიჭუნა დაბადებიდან 11 საათის შემდეგ გარდაიცვალა.

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა