|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბრედ პიტი დევიდ ბექჰემს საკუთარი შვილების მწვრთნელად დაიქირავებს

ვიდრე გოგონები ფეხბურთიდან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცის, დევიდ ბექჰემის წასვლას გლოვობენ, ბრედ პიტმა ფეხბურთის მოედანზე მეგობრის დაბრუნების გზას მიაგნო.

როგორც გამოცემა The Sun წერს, მსახიობს სურს, ფეხბურთელი საკუთარი შვილებისთვის დაიქირაოს.

\"მინდა, რომ მან ჩემს შვილებს ფეხბურთის თამაში ასწავლოს\", - განაცხადა ბრედ პიტმა ლონდონში ახალი ფილმის პრემიერაზე.

პიტის თქმით, მისი ექვსი შვილისთვის დევიდი მწვრთნელობის ყველაზე შესაფერისი კანდიდატია.

ამასთან, კინოვარსკვლავი ამბობს, რომ ფეხბურთელთან ვალში არ დარჩება. ფეხბურთის გაკვეთილების სანაცვლოდ ბრედი მზადაა, დევიდს სამსახობო ოსტატობასთან დაკავშირებით რამდენიმე საქმიანი რჩევა მისცეს.

არ არის გამორიცხული, ბექჰემმა ვარსკვლავის ბავშვების წვრთნა მართლაც დაიწყოს, ვინაიდან ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი მსახიობობაზე ოცნებობს და საკუთარ მომავალს ჰოლივუდის გადასაღებ მოედანზე ხედავს. 


წყარო: ambebbi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა