|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რეკრეაციულ ზონაში კორპუსი შენდება - ვინ დგას მშენებლობის უკან?

ქუ­თა­ის­ში, ნი­ნოშ­ვი­ლის ბაღის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­­ზე, რო­მე­ლიც რეკ­რე­­ცი­ულ ზო­ნას წარ­მო­ად­გნეს, 6 სა­­თუ­ლი­­ნი კორ­პუ­სი შენ­დება. საცხოვ­რებელ კორ­პუსს „ტორ­პე­დო ქუ­თა­­სის" ყოფი­ლი მფლობელი, გრი­გოლ ხურ­ცი­ძე (იგი­ვე „მა­ნა­თა") აშე­ნებს, რო­მე­ლიც „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღა­ნე­ლის, გო­ჩა თევ­დო­რა­ძის ახლო მე­გობარია. არა­ოფ­იცი­­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კორ­პუ­­ის მშე­ნებლობა სწო­რედ გო­ჩა თევ­დო­რა­ძის სახელს უკავ­შირ­დება.

ოფი­ცი­­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახმად, კი ქუ­თა­ის­ში, აღ­მა­შე­ნებლის №58ა-ში, ექ­ვსსარ­თუ­ლი­ან საცხოვ­რებელ კორ­პუსს თა­მაზ იჩ­ქი­ტი­ზე აშე­ნებს. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ პი­როვ­ნებაზეა გა­ცე­მუ­ლი ქუ­თა­­სის საკ­რებულოს მი­ერ მიმ­დი­ნა­რე წლის 21  თებერ­ვალს მშენებლობის ნებარ­თვა (ბრძა­ნება №206). თუმ­ცა, „ახალი გა­ზე­თის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მე­სა­კუთ­რე „ტორ­პე­დო ქუ­თა­­სის" ყოფი­ლი მფლობელი გრი­გოლ ხურ­ცი­ზე და მას­თან დაახლოებული პი­რი, გო­ჩა თევ­დო­რა­ძე­ა.

„ახალ გა­ზეთ­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო საუბარ­ში, გრი­გოლ  ხურ­ცი­ძე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მე­სა­კუთ­რეობას ადას­ტუ­რებს. ხურ­ცი­ძის გან­მარ­ტებით, აღ­მა­შე­ნებლის ქუჩ­აზე 350 მ2 ფარ­თი მი­წის ნაკ­ვე­თი, 2011 წელს, ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის მი­ერ გა­მოცხადებულ აუქ­ცი­ონ­ზე შე­­ძი­ნა. საჯარო რე­ეს­ტრის ეროვ­ნუ­ლი სა­­­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მებით ირ­კვე­ვა, რომ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­­ზე მი­წის ნაკ­ვე­თის სა­კა­დას­ტრო გეგ­მის შედ­გე­ნა (კო­დის 03 04 23 067) ამა­ვე წელს მოხდა.

ხურ­ცი­ძის გან­მარ­ტებით, ზე­მოთაღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­­ზე „ლუ­კო­­ლის" ბენ­ზინ გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის მშე­ნებლობას აპი­რებდა. თუმ­ცა, ამბობს, რომ მა­შინ ყოფილ­მა ხელი­სუფ­ლებამ ხელი შე­­შა­ლა.

„თავ­დაც­ვის ყოფილ მი­ნისტრს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლს „გალ­ფი" ეკუთ­ვნო­და. ამ უკა­ნას­კნელ­სა და „ლუ­კო­ილს" შო­რის უთახმოება შე­იქ­მნა. ამის გა­მო, ვერ მო­ვახერხეთ მა­შინ მშე­ნებლობა", - გან­მარ­ტავს  გია ხურ­ცი­ძე.

სა­კუთ­რების და­დას­ტუ­რების მიუხედა­ვად, ხურ­ცი­ძე, ნი­ნოშ­ვი­ლის ბაღ­თან კორ­პუ­სის მშე­ნებლობაში, მი­სი ახლო მე­გობრის, გო­ჩა თევ­დო­რა­ძის წი­ლობრივ მო­ნა­წი­ლეობას  არ ადას­ტუ­რებს.

„თევ­დო­რა­ძეს­თან დღემ­დე ვმე­გობრობ, მაგ­რამ ის მშე­ნებლობას­თან არა­ფერ შუ­­ში­ა", - ამბობს გრი­გოლ  ხურ­ცი­ძე. მშე­ნებლობაში წი­ლის არ­სებობას არც გო­ჩა თევ­დო­რა­ძე ადას­ტუ­რებს. „რა საცხოვ­რებელი კორ­პუ­სი. სა­ერ­თოდ არ ვი­ცი თუ შენ­დება ნი­ნოშ­ვი­ლის ბაღის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­­ზე კორ­პუ­სი. რა უბედუ­რებაა, არ მოგბეზ­რდათ ამ­დე­ნი ჭო­რი ჩემ­ზე. ეს უმუ­შე­ვა­რი კა­ცი მშე­ნებლობის რო­მე­ლი „პრა­რაბი" მე მნახეთ. კი, ბატო­ნო ვდგა­ვარ ამ მშე­ნებლობის უკან, ერთ მეტ­რში ვცხოვ­რობ!", - გა­ნუცხადა „ახალ გა­ზეთს" სა­ტე­ლე­ფო­ნო საუბრი­სას იმე­რე­თის ყოფილ­მა ვი­ცე-გუბერ­ნა­ტორ­მა გო­ჩა თე­ვდო­რა­ძემ, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის „სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავმჯდო­მა­რე­ა.

და­ვით აღ­მა­შე­ნებლის  გამ­ზირ­ზე,  არ­სებული მი­წის ნაკ­ვე­თი  საჯარო რე­ეს­ტრის ეროვ­ნუ­ლი სა­­­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მების მიხედ­ვით, თბილის­ში მცხოვ­რები ფი­ზი­კური პი­რის, თა­მაზ იჩ­ქი­ტი­ძის სახელ­ზე არის და­რეგ­ის­ტრი­რებული. ხურ­ცი­ძე ამბობს, რომ ყოფი­ლი  ხელი­სუფ­ლების დროს მის სახელ­ზე არ­სებული ყვე­ლა ქო­ნება წა­არ­თვეს. ხურ­ცი­ძის თქმით,  ამ მი­ზე­ზის გა­მო, გა­დაწყვი­ტა მი­წის ნაკ­ვე­თი  მი­სი მე­გობრის მა­მის - თა­მაზ იჩ­ქი­ტი­ძის სახელ­ზე გა­­ფორ­მებინა.

ქუ­თა­­სის საკ­რებულომ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე  მშე­ნებლობის სა­ნებარ­თვო მოწ­მობა 2013 წლის 21 თებერ­ვლის ბრძა­ნებულების თა­ნახმად გას­ცა. მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სახურ­მა მშე­ნებლობის პრო­ექ­ტი 2013 წლის აპ­რილ­ში დამ­ტკიც­და. მი­წის მე­სა­კუთ­რემ მშე­ნებლობა 2015 წლის 25 თებერ­ვლამ­დე უნ­და და­ას­რუ­ლოს.

ქუ­თა­­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სახურის მა­შინ­დე­ლი  უფ­რო­სის  ვა­სილ მებურიშ­ვი­ლის გან­მარ­ტებით, ნი­ნოშ­ვი­ლის ბაღის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა