|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი მარგველაშვილი – ჩემი ამბიციაა 5 წლის განმავლობაში ვემსახურო საქართველოს ამომრჩეველს

ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი იმერეთში წინასაარჩევნო მარათონს განაგრძობს. მთავარ კონკურენტად პრეზიდენტობის კანდიდატს ქვეყანაში ჯერ კიდევ მოუგვარებელი სოციალური პრობლემები მიაჩნია. მარგველაშვილი ამბობს, რომ მისთვის პოლიტიკა უუნარობის თავშესაფარი არაა და 5 წლის განმავლობაში ქართველი ამომრჩველის სამსახურში იქნება.

რას და როგორ ჰპირდება გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველს,  პრეზიდენტობის შემთვევაში, როგორი იქნება მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის კურსი, მათ შორის, ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხები? – ამ და სხვა  საკითხებზე გიორგი მარგველაშვილმა newpress.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- იმერეთში ჩემი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის ვიზიტი გრძელდება. ვეცნობით ხალხის პრობლემებს, რომლებსაც მათ ჯერჯერობით, თვითმმარველობის ორგანოები კიდე უქმნიან. ერთი მხრ არის პრობლემები, მერე მხრივ კი – მათ მოგვარების დიდი იმდი. არც ერთ შეხვედრაზე მთვის არ უთქვამთ, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი არასწორია და შესაცველელია. საუბარია იმაზე, რომ ეს პოლიტიკური კურსი უფრო სწაფად უნდა ხორციელდებოდეს. იმისთვის, რომ სწრფად განხორციელდეს პოლიტკური რეფორმები, არ უნდა არსებობდეს ძალა, რომელიც მოახდენს ამ პროცესის საბოტაჟს. არ უნდა არსებობდეს პოლიტიკური მარეობა, რომელსაც კოჰაბიტაცია ჰქვია და მის კონტექსტშარ უნდა ფერხდებოდეს ქვეყნის განვიარება.

- რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა?

- ჩემი ამბიცია სხვა არაფერია, თუ არა 5 წლის განმავლობაში ვემსახურო საქართველოს ამომრჩეველს. მე არ ვარ ადამიანი, რომელმაც სხვა არაფერი იცის და პოლიტიკას შეაფარა თავი. ბევრად უფრო წარმატებული ფინანსური მდგომარეობაც მქონდა მანამდე. ორჯერ მეტი ხელფასი მქონდა, ვიდრე მინისტრი გავხდებოდი. ასევე, კარგად მქონდა საქმე აწყობილი საუნივერსიტეტო და პედაგოგიურ სფეროში, რომელიც გენეტიკურად ჩემი ცხოვრების ნაწილია. იქ ვაპირებ დაბრუნებას. პოლიტიკა ჩემთვის არ არის უუნარობის თავშესაფარი, არამედ არის ვალდებულება, ჩემი პოლიტიკური გუნდისა და საქართველოს წინაშე. შესაბამისად, ყველაზე უფრო ეფექტურად ამ გუნდთან ერთად ვემსახურები საქართველოს.  

ვის თვლით მთავარ კონკურენტად?

- დღეს ჩვენი კონკურენტი არის ის მთავარი პრობლემები, რაც ჯერ კიდევ არ გადაწყდა საქართველოში. კონკურენტების შესაძლებლობებს არ შევეხები. კონკურენციის მიმართულებით მთავრი პრობლემაა ის გაჭირვება, რაც დღეს ქვეყანაშია. ისიც უნდა გავიაზროთ, რომ გარდამავალ ეპოქაში ძველი ტრიუკებით მოქმედებენ პოლიტიკოსები და ეს სტილი მოძველებულია.

- ხომ არ გულისხმობთ „ქართული ოცნების“  წევრების გადაბირების პროცესს?

- არ ვგულისხმობ გადაბირებებს. ზოგადად საუბრები სხვა ბანაკში მასობრივ გადაბარგებებზე უნიჭო პიარ ფანდი მგონია . ყოველთვის როცა მედიაში იწყებოდა ხმაური პარტიის 30–40 წევრის გადასვლაზე, ბოლო–ბოლო ირკვეოდა რომ არა პარტიის წევრებზე, არამედ თითო-ოროლა მხარდამჭერად წოდებულ პირზე იყო საუბარი . არ ვარ დარწმუნებული რამდენად მართლა და რა რაოდენობით მოხდა გადაბირება.  უბრალოდ, საარჩევნო კამპანიის წარმოება ასეთი პიარ ხრიკებით უკვე დრომოჭმულია. ვინც იყო ამ პიარ ხრიკების გროსმეისტერი, იმ კაცის გაშვებაზეა დღეს საუბარი. მისი ხელისუფლება მსგავს ტრიუკებსაც იყენებდა, ზემოდან ყავდათ პოლიცია და მთელი რესურსი სახელმწიფო, და მაინც ძალიან მშვიდობიანად გავუშვით პოლიტიკიდან. ვინც იყო ასეთი პიარტრიუკების მთავარი შემოქმედი, ის უკვე ორ თვეში მიდის. ამიტომ, საეთოდ არ განვიხილავდი არც საზიანოდ და არც საინტერესოდ.

- როგორი იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკა? შენარჩუნდება თუ არა პროდასავლური კურსი?

- ბუნებრივია, საქართველოს ისტორიული სახლი არის ევროპა. ეს არასწორად იყო მიწოდებული ქართველებისთვის 9 წლის განმავლობაში და ევროპულ პროცესებშიც არასწორად იქნა არეკლილი. საქართველოში ამ ხნის განმავლობაში იდეოლოგია იყო  საპირისპირო, რომ თურმე ჩვენ ევროპა მიგვღებს მაშინ, თუ დავკარგავთ ჩვენს განსაკუთრებულობას, ტრადიციებს, თვითმყოფადობას. ასეთი რამ ევროპას არ სჭირდება. ევროპას თავის ნაწილად აინტერესებს ისეთი ერი, რომელიც თავისი განსაკუთრებულობით შევა ევროპული ოჯახების პალიტრაში. ნახეთ, რამდენად საინტერესო ვართ ევროპისთვის ერთდროულად, როგორც ქრისტიანული ქვეყანა და როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური გამოცდილება აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობისა. ესაა ის განსაკუთრებულობა,  რომლითაც ჩვენ ვაპირებთ ევროპაში წარვსდგეთ იმ მრავალფეროვნებით, რომელიც გვაქვს. ასე ბევრად უფრო ბუნებრივად გავხდებით ევროპის ნაწილი და არა ისე, როგორც ქართველები, რომელსაც დაავიწყეს თავისი უნიკალური წარსული.

- როგორ წარმოგიდგენიათ ქართულ-რუსული ურთიერთბების დარეგულირება?

რუსეთთან ურთიერთობა რთულ ისტორიულ ფონზე მიმდინარეობს. ეს არის 20 წლიანი პროცესი, სადაც თუ გავისხენებთ, რუსეთის ამბიცია მდგომარეობდა იმაში, რომ მომრიგებლის როლი ეთამაშა რეგიონის პოლიტიკაში. ჩვენთვის, საუბედუროდ და ასევე, რუსეთისთვისაც პრობლემურად, მან ვერ მოახერხა რეალურად ყოფილიყო  მომრიგებელი იმ პრობლემებისა, რომელიც წარმოიშვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დღეს, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების იმ ფონზე, რომ რუსეთთან ნდობის ფაქტორი უნდა გაჩნდეს, ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ აქტიურად  ჩაერთოს იმ საერთაშორისო ფორმატებში, რომლის ნაწილიც ისედაც არის. რუსეთი პოზოტიურად გააქტიურდება ჟენევის საერთშორისო პროცესში. ეს, შეიძლება, ძალიან სწრაფად არ მოხდეს. რუსეთს სულ უფრო მეტი ამბიციები აქვს თანამედროვე დასავლურ და მსოფლიო პილიტიკაში სერიოზული ნდობით აღჭურვილი მოთამაშის როლის საკისრებლად. იმას, რაც მოხდა ჩვენთან მიმართებაში, არავითარი რეალური სარგებელი არ  მოაქვს რუსეთისთვის, გარდა იმისა, რომ ეს არის დაფიქსირებული უსამართლობა მეზობელი მცირე ერის მიმართ, რომელთანაც არა მტრობა, არამედ თანაარსებობის პროცესი აკავშირებს. თუ მოვაშორებთ ემოციურ და პიარ საბურველს ქართულ-რუსულ დაპირისპირებას და რაციონალურად, 21-ე საუკუნის კონტექსტში შევხედავთ, წესით, რუსეთმა უნდა დაალაგოს საქართველოსთან ურთიერთობები.

- რუსეთთან კეთილგანწყობის მოპოვების სანაცვლოდ, ხომ არ მოგვიწევს რაიმეს დათმობა?

- პოლიტიკაში ყოველთვის კარგია, რომ რაღაც შეგიძლია დათმო, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება იმ მომენტში მოვიდა რუსეთთან ურთიერთობაში, რომ უკვე დასათმობი არაფერი გვაქვს. წინა წლებმა ეს დაპირისპირება იქამდე მიიყვანა, რომ რეალურად, ის, რაც განხორციელდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესში, ჩვენ სახელწმიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, დღეს ვსაუბრობთ არა დათმობაზე, არადმე ურთიერთობების ლოგიკურ წერტილამდე მიყვანაზე. ახლა ამ პროცესიდან არავინ არის მოგებული. თუ ნელნელა რაციონალურ რეჟიმში გადავიყვანთ, ამ პროცესს ექნება წარმატება. 

- როგორ შეფასებთ, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს და ზოგადად, როგორია თქვენი შეხედულება რელიგიური და ეთნიკური  უმცირესობების მიმართ?

- მიმაჩნია, რომ საქართველოს სავიზიტო ბარათი ევროპულ კულტურაში არის ის ქრისტიანული კულტურა, რომლის ფარგლებშიც არ განხორციელებულა არც ერთი დევნა. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელიც  მუდმივად დიდი იმპერიების ბრძოლის საჯილდაო ქვა არის და ამ ფონზე ეს ქვეყანა ინარჩუნებს თავის იდენტურობას, ანბანს, ენას, ეთნიკურ საფუძველს, რელიგიას და ამავედ დროს, ამ ქვეყანაში არ ხორციელდება დევნა სხვა ჯიშის, სხვა რელიგიის ადამიანისა. ეს ისეთი უნიკალური გამოცდილებაა, რომელშიც შესაძლოა, ევროპამ ბევრი რამ ისწავლოს. სიამაყით შემიძლია ევროპელებს ვუთხრა, რომ ჩვენთან ებრაელები 26 საუკუნეა ცხოვრობენ და არ ყოფილან შევიწროებული. ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ქვეყნები, სადაც ასეთივე სიამაყით ისაუბრებენ რელიგიურ ტოლერანტობაზე. ის, რაც განხორციელდა და მერე როგორი ისტერიული რექციაც მიეცა, სწორედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელი შეირყვნას. ჩემთვის ეს არის მტკივნეული.

- გინდათ თქვათ, რომ ეს პროცესები ხელოვნურად იყო მართული?

- მოხდა რაღაცა პრობლემა, რომლის  მიზეზების გამოძიება საჭიროა. ერთის მხრივ ვიცით, რომ სახელმწიფო ინსიტიტუტებმა უნდა იმუშაონ, საბაჟომ უნდა იფუნქციონიროს, მეორე მხრივ ვიცით, რომ ამ თემას ფაქიზად უნდა მოვეპყრათ. ასეთი ლოკალური პრობლემა მოხდა, ხდება ამის გაბუქება. ეს პრობლემა, ბუნებრივია, მალე მოგვარდება. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ტოლერანტობა აყვანილი ჰყავს ჩვენი კულტურის რანგში. ამ ნიშნით ვართ გასაკუთრებული ერი და ნებისმიერ ჩვენ ევროპელ კოლეგას, შეგვიძლია ამ საკითხში თანაარსებობის სერიოზული ესქსკურსი გავუწიოთ. ეს პრობლემები ამ ეტაპზე არის ყურით მოტანილი და როგორც კი  პოლიტიკური სპექტრი დამშვიდდება, როგორც კი არ იქნება ადამიანი, რომელიც ნებისმიერ პატარა პრობლემას მსოფლიოს გააგონებს, როგორც ძალიან სერიოზულ, დიდ პრობლემას საქართველოში. ჩვენ ამ პრობლემებს იოლად, ქართული ტრადიციების კონტექსტში მოვაგვარებთ.


როგორ აპირებს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კადიდატი ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარებას, რა არის მისი მთავარი დაპირება და პრიორიტეტები,  როგორ უყურებს პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნების შემდგომ კოჰაბიტაციის დასრულებას და ასევე,  რას უპირებს ქუთაისს გიორგი მარგველაშვილი?  ამ და სხვა საკითხებზე სრული ინტერვიუ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატთან იხილეთ „ახალი გაზეთის“ ორშაბათის ნომერში.

 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა