|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პუტინმა ბავშვებს დაფაზე კატის უკანალი დაუხატა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყურგანის სკოლაში მივიდა, რათა მოსწავლეებისთვის ახალი სასწალო წლის დაწყება მიელოცა. პუტინმა საკლასო ოთახებიც დაათვალიერა. პუტინი განსაკუთრებით ინფორმატიკის კაბინეტის ინტერაქტიული დაფით დაინტერესდა. მასწავლებელმა აღნიშნა, რომ დაფაზე სპეციალური პასტის გარდა, თითით დაწერაც შესაძლებელია.

პუტინი მაშინვე მივიდა დაფასთან და უცნაური ფიგურა დახატა. "ეს თქვენ სახსოვრად", - მიმართა მან მოსწავლეებს. ბავშვები ვერ მიხვდნენ, რა დახატა რუსეთის პრეზიდენტმა. ერთ-ერთმა მათგანმა კი იკითხა, რა იყო გამოსახული დაფაზე. "ეს კატაა უკანა მხრიდან", - განაცხადა პუტინმა.
წყარო: ambebi.ge


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა