|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისური "თეთნულდის" წევრებმა მყინვარწვერი დალაშქრეს

2013 წლის აგვისტოში საქართველოს კავკასიონის ერთ-ერთი მაღალი მწვერვალი (5047მ.) მყინვარწვერი მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბითეთნულდისწევრებმა დალაშქრეს.

კლუბი „თეთნულდი“ ერთი წლის წინ ქუთაისში ვიწრო სამეგობრო წრეში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, ამ ინიციატივას საერიოზული სახე მიეცა და უკვე ამ დროისათვსი „თეთნულდი“ 10 მუდმივი წევრისაგან შედგება, მათ შორის ორი პროფესიონალი ალპინისტი მიშა ხორგუანია და გიორგი ენუქიძე არიან.

დაარსებიდან დღემდე კლუბის წევრებმა საქართველოს მასშტაბით არა ერთი ტური განახორციელეს. გასულ წელს, მათ სამეგრელოს ყველაზე მაღალი მწვერვალი, ცაშკიბულის ტობავარჩხილი (3116მ.) დალაშქრეს. მარშრუტს წინასწარ არჩევენ და ლაშქრობისთვის ფიზიკურ მომზადებასაც გადიან.

კლუბის წევრებს მცირე ფინანსურ დახმარებას ქუთაისის უნივერისტეტი, კომპანი ქუთნათობპროდუქტი, ეკომითი და ლამპარი  უწევენ. მიუხედავად ამისა, ისინი პროფესიონალური აღჭურვილობის არ ქონას უჩივიან. ამ ეტაპზე კლუბის აღჭურვილობა მდენად მცირეა, რომ ამ მიზეზის გამო, „თეთნულდელებს“ მყინვარწვერზე ასვლა ორ ჯგუფად მოუწიათ.

მწვერვლზე პირველი ჯგუფის ასვლა წარმატებული აღმოჩნდა. მათ ბოლომდე შეძლეს ასვლა. მეორე ჯგუფს კი უამინდობის გამო არ გაუმართლა და მყინვარის ბოლომდე ვერ ავიდნენ. მყინვარზე თოვდა, რის გამოც უკან დაბრუნება მოუხდათ.

„ღამე ვიარეთ მყინვარის წვერამდე. უკან დაბრუნებულებს დაგვათენდა და გზაში, თითქმის ყოველ ერთ მეტრში, გვხვდებოდა დაღუპული მთასვლელების მემორიალური დაფები,“ - ამბობს კლუბის წევრი არჩილ გეგენავა.

მყინვარზე ასულმა „თეთნულდელებმა“ აღმოაჩინეს, რომ იქ მყოფი ალპინისტებიდან ქართველები მხოლოდ ისინი იყვნენ. მყინვარის მნახველთა ყველა ამსვლელი უცხოელი იყო. მათ შორის იყვნენ ჩეხი ალპინისტები, რომლებსაც ქუთაისელი მთასვლელები მყინვარზე დაუმეგობრდნენ. მათი მეგობრობა ქუთაისში გაგრძელდა.

„მთაში შეძენილი მეგობარი ყველაზე გამოცდილი და საიმედოა,“ - ამბობს არჩილ გეგენავა.

„თეთნულდის“ წევრები იმასაც უჩივიან,  რომ  კლუბის მიერ ჩატარებულ აქტივობებს ქუთაისელი გოგონები არ უერთდებიან.

„12 საათი ჭირდება მყინვარის ბოლომდე ასვლას, 7 საათი მეტეო სადგურამდე. ბოლომდე თუ ვერა, ამ მანძილამდე შეიძლება ქალმა იაროს,“ - ამბობს „თეთნულდის“ წევრი, გიორგი ჯანელიძე.

კლუბის წევრები საქართველოს მაღალი მწვერვალების დალაშქვრას შემოქმედებითად ხედავენ. ყოველი მორიგი გასვლიდან დაბრუნებულები ფოტო გამოფენებს აწყობენ და თავიანთი მოგზაურობის შესახებ საზოგადოებას აცნობენ. 

ავტორი: დეა მანაგაძე