|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველის საცხოვრებელი ფართი ქუთაისის მერიის თანამშრომელმა მიითვისა?

ქუ­თა­ის­ში, 69 წლის სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ველს, 12 წლის შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად,  კედ­ლებჩა­მონ­გრე­ულ სახლში  ცხოვ­რება უწევს. ბინა კი, რო­მე­ლიც მას  6 წლის წინ, ქუ­თა­­სის მე­რი­ამ საცხოვ­რებლად გა­დას­ცა, რო­გორც სო­ცი­­ლუ­რად და­უცვე­ლი ამ­ტკი­ცებს, მე­რი­­ში და­საქ­მებულ­მა პირ­მა წა­არ­თვა.

ქუ­თა­ის­ში, ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა №99-ში მცხოვ­რებ სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ველ მე­დი­კო იობიძე­სა და მის მცი­რეწ­ლო­ვან შვი­ლიშ­ვილს, ამინ­დის ყოვე­ლი გა­­­რე­სება აში­ნებთ. რად­გან სახლი, რო­მელ­საც ფაქ­ტი­­რად საყრდე­ნი კედ­ლები აღარ აქვს და  სა­დაც ერ­თა­დერ­თი ჭერ­შერ­ჩე­ნი­ლი ოთახი დარ­ჩა, საცხოვ­რებლად  გა­მო­­სა­დე­გა­რი­ა.

იხილეთ ფოტოგალერეა 

სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მე­დი­კო იობიძის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი მხოლოდ სო­ცი­­ლუ­რი შემ­წეობის თანხაა, რაც თვე­ში 60 ლარს შე­ად­გენს. შე­საბამი­სად, ფი­ნან­სუ­რი და­უც­ვე­ლობისა და აუ­ტა­ნე­ლი საცხოვ­რებელი პი­რობების გა­მო, მე­დი­კო იობიძე ქუ­თა­­სის მე­რი­ამ, საცხოვ­რებელი ფარ­თით, ჯერ კი­დევ 6 წლის წინ და­აკ­მაყოფი­ლა.

თუმ­ცა, მე­დი­კო იობიძე ქუ­თა­­სის მე­რი­ის საბინაო სამ­სახურის მი­ერ, და­დი­­ნის ქუ­ჩა №63-ში გა­მოყოფილ საცხოვ­რებელ ფართს დღემ­დე ვერ იყენებს. მი­ზე­ზი, რო­გორც თა­ვად ამ­ტკი­ცებს, ამა­ვე ბინა­ში მცხოვ­რები, ქუ­თა­­სის მე­რი­ის კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლთა დაც­ვის სამ­სახურის მთა­ვა­რი სპე­ცი­­ლის­ტი გე­რონ­ტი ნა­კა­ნი­ა.

მე­დი­კო იობიძის მტკი­ცებით, გე­რონ­ტი ნა­კან­მა მას საცხოვ­რებელი ფარ­თის ნა­წი­ლი უკა­ნო­ნოდ წა­არ­თვა. საცხოვ­რებლის  დარ­ჩე­ნილ ნა­წილ­ში კი შეს­ვლის უფ­ლებას ამ დრომ­დე  არ აძ­ლევს.

"ჯერ კი­დევ ნუგ­ზარ შა­მუ­გი­ას მე­რობის დროს ვითხოვე დახმა­რება. მათ ყოფი­ლი ბაგა-ბაღის შე­ნობაში გა­მო­მიყვეს ორი ოთახი, სვე­ლი წერ­ტი­ლით. მა­შინ საბინაო სამ­სახურის უფ­რო­სი კახაბერ ქო­რი­ძე იყო. თუმ­ცა ბინას არ ჰქონ­და კარ-ფანჯარა, მე კი­დევ იმის სახსრები, რომ გა­მე­კე­თებინა. ამი­ტომ დრო­­ლად ვერ გა­და­ვე­დი. მოგ­ვი­­ნებით კი ჩე­მი ბინის ნა­წი­ლი, მე­რი­­ში და­საქ­მებული გე­რონ­ტი ნა­კა­ნის­გან მით­ვი­სებული და დამ­ტკი­ცებული დამხვდა," - ამბობს სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მე­დი­კო იობიძე.

ირ­კვე­ვა, რომ 6 წლის წინ, და­დი­­ნის ქუ­ჩა №63- ში, ყოფი­ლი ბაგა-ბაღის შე­ნობაში საცხოვ­რებელი ფარ­თი სულ 16 სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახს გა­მოუყვეს. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ შე­ნობაში მო­სახლეობა თავ­და­პირ­ვე­ლად ბინების და­კა­ნო­ნების გა­რე­შე შე­ვი­და. სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ვე­ლებმა კუთ­ვნი­ლი  ფარ­თების და­კა­ნო­ნება მხოლოდ  2012 წელს  შეძ­ლეს.

"იმ პე­რი­ოდ­ში ჩემ­თვის მო­ცე­მულ ბინა­ში გა­და­სუ­ლი არ ვიყავი. სწო­რედ ამი­ტომ  გე­რონ­ტი ნა­კან­მა დრო იხელ­თა და მე­რი­­ში ნაც­ნობ-მე­გობრობით მოახერხა ჩე­მი კუთ­ვნი­ლი ფარ­თის და­კა­ნო­ნება. მან წა­მარ­თვა ერ­თი ოთახი და სვე­ლი წერ­ტი­ლი. ასე­ვე  და­­კა­ნო­ნა შე­სას­ვლე­ლი და იმ ერთ ოთახშიც აღარ მიშ­ვებს, რო­მე­ლიც დამ­რჩა, ახლა ის კა­ნო­ნის ძა­ლით მარ­თა­ლი­ა, მე კი ვე­რა­ფერს ვამ­ტკი­ცებ. თუმ­ცა მე­რი­ის სამ­სახურის მა­შინ­დელ­მა უფ­რო­სებმა, მშვე­ნივ­რად იცი­ან ჩე­მი საქ­მის მდგო­მა­ეობა," - ამბობს მე­დი­კო იობიძე.

რო­გორც ქუ­თა­­სის მე­რი­ის ქო­ნების მარ­თვის სამ­სახურის ყოფი­ლი უფ­რო­სი ვა­ლე­რი თევ­დო­რა­ძე გან­მარ­ტავს, 6 წლის წინ, და­დი­­ნის ქუ­ჩა­ზე მდებარე შე­ნობაში 16 სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯახი ფორ­სმაჟორულ სი­ტუ­­ცი­­ში შე­­სახლეს. რის გა­მოც, დრო­­ლად არ მოხდა შე­სახლებულებზე ბინების დამ­ტკი­ცება. მი­სი­ვე თქმით, იმ დრო­ის­თვის, ასე­ვე არ არ­სებობდა ბინების ფარ­თის აზომ­ვი­თი ნახაზები. რა­საც თევ­დო­რა­ძის გან­მარ­ტებით, შე­საძ­ლოა გარ­კვე­­ლი უზუს­ტობები  გა­მო­ეწ­ვი­ა.

"ამ ბინებში ხალხი 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­უშ­ვეს. შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კი­სა და  იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ერ­თობლი­ვად მოახდი­ნა ფარ­თების ამ ადა­მი­­ნებზე გა­და­ცე­მა. ყვე­ლა ეს პრო­ცე­დუ­რა სწრა­ფად მოხდა. მაგ­რამ ამის შემ­დეგ ყვე­ლას უნ­და წა­რედ­გი­ნა სა­კუ­თა­რი ფარ­თის აზომ­ვი­თი ნახაზები. რაც ალბათ, გარ­კვე­ულ შემთხვე­ვებში არ მოხდა.  ვი­ცი, რომ მე­დი­კო იობიძემ დრო­­ლად არ მოახდი­ნა მი­სი კუთ­ვნი­ლი ფარ­თის დამ­ტკი­ცება. ამის შემ­დეგ, არ ვი­ცი რა მოხდა და ისარ­გებლა თუ არა ამით ვინ­მემ," - გან­მარ­ტავს თევ­დო­

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა