|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

48 დევ­ნი­ლი ოჯახი ქუ­თა­ი­სის ყოფი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის შე­ნობიდან გა­მო­ა­სახლეს

ქუ­თა­ის­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა №59 ში, ყოფი­ლი №44 მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის შე­ნობაში, დევ­ნილ­თა  48 ოჯახი თავ­შე­საფ­რის ძიებაში­ა.

დევ­ნი­ლებმა ყოფი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის შე­ნობა, სა­დაც ისი­ნი ერ­თი წე­ლია ცხოვ­რობენ, ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტროს მი­თი­თებით გა­მო­­სახლეს. თუმ­ცა, რო­გორც დევ­ნი­ლები ამ­ტკი­ცებენ, მათ სხვა­გან  წა­სას­ვლე­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ.

„6 წე­ლია ჩვენს თხოვ­ნას, საცხოვ­რებელი ფარ­თის გა­მოყოფის თაობაზე, არა­ვინ ის­მენს. ამი­ტო­მაც ამ შე­ნობას შე­ვა­ფა­რეთ თა­ვი. ახლა კი გვიშ­ვებენ. გვითხრეს, რომ ჩვენ­თვის ჯერ სხვა ფარ­თის გა­მოყოფის სა­შუ­­ლება არ არ­სებობს და ისევ ქი­რით მოგ­ვი­წევს ბინის ძებნა. თუმ­ცა ყვე­ლამ  კარ­გად იცის, რომ  სხვა­გან წა­სას­ვლე­ლი არ გვაქვს," - ამბობენ №44 ყოფი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სკოლის შე­ნობაში  მცხოვ­რები დევ­ნი­ლები.

44 ყოფი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის შე­ნობაში, ფარ­თების დაც­ლის აუ­ცი­ლებლობაზე, შეტყობინება დევ­ნი­ლებმა რამ­დნი­მე დღის წინ მი­­ღეს. აღ­ნიშ­ნულ კორ­პუსს, ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტრო, სწო­რედ დევ­ნილ­თათ­ვის გა­და­სა­ცე­მად არე­მონ­ტებს. თუმ­ცა ად­გილ­ზე მყოფი დევ­ნი­ლების­თვის უც­ნობია, რეაბილი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლების შემ­დეგ, მათ გა­და­­ცე­მათ, თუ არა გა­რე­მონ­ტებული ბინები.

იხილეთ ფოტოგალერეა

„რო­გორც ქალბატონ­მა ლი­კა კი­ლა­ძემ გვითხრა, ჯერჯერობით არ არის გარ­კვე­­ლი დაგ­ვაბრუ­ნებენ, თუ არა ამ შე­ნობაში. თუმ­ცა ის ასე­ვე დაგ­ვპირ­და, რომ მა­ლე ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, რო­დე­საც თბილი­სი­დან ჩვე­ნი სა­რე­­ტინ­გო ქუ­ლების შე­სახებ  ჩა­მო­ვა პა­სუხები," - ამბობს აფხაზე­თი­დან დევ­ნი­ლი ნო­ნა ხვა­და­გი­­ნი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, დევ­ნილ­თა საცხოვ­რებელი პი­რობების შე­ფა­სების კრი­ტე­რი­­მების მიხედ­ვით,  მაქ­სი­მა­ლუ­რი - 12 ქუ­ლა­ა. მა­ღა­ლი ქუ­ლები კი, იმ დევ­ნი­ლებს ენი­ჭებათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე რთუ­ლი საცხოვ­რებელი პი­რობები აქვს.

რო­გორც ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტროს ად­გი­ლობრი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლობის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლი­კა  კი­ლა­ძე ამბობს საცხოვ­რებლით დაკ­მაყოფი­ლების შან­სი, პირ­ვე­ლად სწო­რედ იმ დევ­ნი­ლებს აქვთ, რომ­ლებსაც ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირთ.

„საცხოვ­რებელი ფარ­თებით, ყვე­ლა ის დევ­ნი­ლი დაკ­მაყოფილ­დება, ვი­საც ამ დრომ­დე ბინა არ მი­­ღი­ა. თუმ­ცა კრი­ტე­რი­­მების მიხედ­ვით, რი­გი­თობა აუ­ცი­ლებლად იქ­ნება  და­ცუ­ლი. უპირ­ვე­ლე­სად კი ისი­ნი დაკ­მაყოფილ­დებიან,  რომ­ლებსაც ყვე­ლა­ზე ცუ­დი საცხოვ­რებელი პი­რობები აქვთ," - გან­მარ­ტავს ლი­კა კი­ლა­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტებით,  №44 ყოფი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის შე­ნობიდან დევ­ნი­ლების გა­მოყვა­ნა იმ მი­ზე­ზით მოხდა, რომ ლტოლ­ვილ­თა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტრო აღ­ნიშ­ნუ­ლი კორ­პუ­სების რეაბილი­ტა­ცი­ას გეგ­მავ­და.

„ყოფი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის შე­ნობა დევ­ნი­ლებს უკა­ნო­ნოდ ჰქონ­დათ და­კა­ვებული. გარ­და ამი­სა, მა­თი გა­მოყვა­ნის გა­რე­შე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ოებიც ვერ განხორ­ცი­ელ­დებოდა. ამ დევ­ნი­ლებს აქვთ აპ­ლი­კა­ციები შევ­სებული ფარ­თებით დაკ­მაყოფი­ლების შე­სახებ. თუმ­ცა რამ­დე­ნად და­ვაკ­მაყოფი­ლებთ მათ მოთხოვ­ნებს, ამას  სა­რე­­ტინ­გო ქუ­ლების მიხედ­ვით და­ვად­გენთ," - ამბობს კი­ლა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ლტოლ­ვილ­ტა და გან­სახლების სა­მი­ნის­ტრო­დან, დევ­ნილ­თა სა­რე­­ტინ­გო ქუ­ლების შე­სახებ პა­სუხები ცნობილი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გახდება. „თუ და­დას­დტურ­დება, რომ დევ­ნი­ლებს დროებითი წა­სას­ვლე­ლიც არა აქვთ, მა­შინ იმა­ზეც ვიზ­რუ­ნებთ, რომ მათ ალ­ტერ­ნა­ტი­­ლი ფარ­თი დროებით შევ­თა­ვა­ზოთ," - გან­მარ­ტავს ლი­კა კი­ლა­ძე.

იხილეთ ფოტოგალერეა

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა