|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სინოპტიკოსები ევროპაში 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივ ზამთარს პროგნოზირებენ

ევროპას 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი ელოდება, ამასთან ყინვები აპრილამდე გაგრძელდება, - პროგნოზირებენ ევროპელი მეტეოროლოგები.

ამერიკელი მეტეოროლოგი ჯო ბასტარდი აცხადებს, რომ ევროპას კვლავ ცივი ზამთარი ელოდება, რადგან კონტინენტს უზარმაზარი ანტიციკლონი დაფარავს.

გარდა ამისა, მზის დაბალმა აქტივობამ ჩრდილოატლანტიკურ ოსცილაციასთან (ატლანტის ოკეანის ზედაპირზე ტემპერატურის ვარდნა) ურთიერთქმედებით შეიძლება ანომალური და ხანგრძლივი სიცივეები გამოიწვიოს. ასეთი მოვლენა 20-ე საუკუნის 50-იან წლებში დაფიქსირდა.

ამ მონაცემებს ეთანხმება გერმანელი სპეციალისტი დომინიკ იუნგი. მისი თქმით, "მას აშფოთებს შედეგები, რომლებიც მისმა კომპიუტერულმა მოდელმა უჩვენა". სპეციალისტებს რუსეთის აღმოსავლეთიდან ძლიერი ქარიც აშინებთ.

მაგრამ ამ მოსაზრებებს ყველა მეტეოროლოგი არ იზიარებს. მაგალითად, შვეიცარელმა სინოპტიკოსმა იორგ კაჩელმანმა ასეთ პროგნოზს "თაღლითობა" უწოდა.

ევროპელი სპეციალისტების პროგნოზს არ ეთანხმება რუსეთის ჰიდრომეტცენტრიც. ჰიდრომეტცენტრის ხელმძღვანელის, რომან ვილფანდის თქმით, ევროპასა და რუსეთს ჩვეული ზამთარი ელის.

განსაკუთრებულად ცივი ზამთრის შესახებ ინფორმაციას არც ქართველი სინოპტიკოსები ადასტურებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ჯემალ დოლიძემ განაცხადა, რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროპაში არნახული სიცივე დაფიქსირდება, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ზუსტი გრძელვადიანი პროგნოზის შეგდენა შეუძლებელია.

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა