|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელი გააქტიურებული მეწყრის პირისპირ - ფერეთა საშიშ ზონაში

„ყვე­ლას აქვს უფ­ლება ცხოვ­რობდეს ჯან­მრთე­ლობისათ­ვის უვ­ნებელ გა­რე­მო­ში, სარ­გებლობდეს ბუნებრი­ვი და კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო­თი. ყვე­ლა ვალ­დებულია გა­უფრთხილ­დეს ბუნებრივ და კულ­ტუ­რულ გა­რე­მოს, - გვა­უწყებს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 37-ე მუხლის მე-3 პუნ­ქტი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხლის აღ­სრუ­ლებას გარ­კვე­­ლი პრობლე­მა შე­ექ­მნა სო­ფელ ფე­რე­თა­ში (ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი). აღ­ნიშ­ნულ სო­ფელ­ში სა­სარ­გებლო წი­­ღი­სე­­ლის მომ­პო­ვებელი კომ­პა­ნი­ის მი­ერ თაბაში­რის მო­პო­ვება ხდება.  წარ­მოებულ­მა სა­მუ­შა­ოებმა ცვლი­ლებები შე­­ტა­ნეს ეკო­ლო­გი­ურ გა­რე­მო­ში და გარ­კვე­­ლი საფრთხეები წარ­მოშ­ვეს - რო­გორც ჯან­მრთე­ლობის უვ­ნებლობის, ისე ბუნებრი­ვი გა­რე­მოს გაფრთხილების კუთხით.

***

„შე­საძ­ლებელია მო­სახლეობა ცო­ტა ხნის შემ­დეგ აქ ვე­ღარ გა­ჩერ­დეს, რად­გან მეწყერ­სა­ში­ში ზო­ნა­ა. თა­ნაც ეს ფირ­მა სა­ლი­ცენ­ზიო პი­რობების დარ­ღვე­ვით მუ­შაობს. 4 წე­ლია რაც აქ კა­რი­­რი გაიხსნა და მეც ვერ მო­ვი­აზ­რე თუ ასეთ უბედუ­რებას მო­წევ­დნენ სო­ფელს, მძი­მე ვი­თა­რება იქ­მნება, კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე ვდგებით­.სო­ფე­ლი და­მეწყრი­ლია და ჩა­ტა­ნი­ლია ქვე­მოთ", - ამბობს ად­გი­ლობრი­ვი მკვიდ­რი მე­გი არ­ვე­ლა­ძე.

„ფე­რე­თას მო­სახლეობა ვცხოვ­რობთ თავ­დაღ­მარ­თში, თაბაში­რის მო­პო­ვებითი სა­მუ­შა­ოები მიმ­დი­ნა­რეობს აღ­მარ­თში. თუ რამ სა­შიშ­როება ემუქ­რება, ემუქ­რება ქვე­მოთ მცხოვ­რებ მო­სახლეობას . წვი­მა იქ­ნება თუ თოვ­ლი, მი­წას წა­მო­­ღებს და და­­ზა­რა­ლებს ადა­მი­­ნებს და მათ კარ-მი­და­მოს", - ამბობენ ფე­რე­თას მაცხოვ­რებლები.

***

სო­ფე­ლი ფე­რე­თა ვა­ნი­დან 18 კი­ლო­მეტ­ში მდებარეობს. თაბაში­რის მომ­პო­ვებელი სა­მუ­შა­ოები იქ უახლო­ეს წარ­სულ­ში, 2008 წლი­დან და­იწყო შპს
„ჯორჯიან კონ­ტი­ნენ­ტა­ლის" მი­ერ (თუმ­ცა დე­კო­რა­ტი­ულ თაბაშირს გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის 50-იან წლებშიც მო­­პო­ვებდნენ).

2012 წლის 28 თებერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუნებრი­ვი რე­სურ­სების სა­მი­ნის­ტროს სსიპ ბუნებრი­ვი რე­სურ­სების სა­­გენ­ტოს მი­ერ წი­­ღი­სე­­ლის მო­პო­ვების ლი­ცენ­ზია შპს „ი­დე­ას" (დი­რექ­ტო­რი ტა­რი­ელ ხაჭა­პუ­რი­ძე) სა­კუთ­რებაში გა­და­­ცა, 2018 წლამ­დე მო­პო­ვების უფ­ლებით. გა­ნე­საზ­ღვრა სა­ერ­თო ფარ­თობი 1,13 ჰა, ხოლო წი­­ღი­სე­­ლის „ფე­რე­თის" თაბაში­რის ჯამუ­რი მო­პო­ვება გა­ნი­საზ­ღვრა 19 743 ტო­ნის ოდე­ნობით.

სა­მუ­შა­ოების დაწყების მო­მენ­ტში ეკო­ნო­მი­კი­სა და ბუნებრი­ვი რე­სურ­სების სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლების ვი­ზუ­­ლურ სა­ინჟინ­რო-გე­­ლო­გი­ურ­მა შე­ფა­სებამ სამ­თო ტექ­ნი­კუ­რი პი­რობები და­მაკ­მაყოფი­ლებლად სცნო. თუმ­ცა სა­გან­გებოდ აღ­ნიშ­ნა, რომ ვი­ნა­­დან სა­ლი­ცენ­ზი­ოდ წი­ნას­წარ შერ­ჩე­­ლი ობიექ­ტის მიმ­დებარედ „გან­ლა­გებულია საცხოვ­რებელი სახლები და სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თები, საბადოს ექ­სპლუ­­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მკაც­რად უნ­და იქ­ნას და­ცუ­ლი ქვეყანა­ში მოქ­მე­დი სამ­თო და­მუ­შა­ვების ნორ­მები და წე­სები".

მო­სახლეობის  ინ­ფორ­მი­რებულობა

გარ­კვე­ულ ნორ­მა­სა და წეს­ში  შე­დის მო­სახლეობის ინ­ფორ­მი­რებულობაც. რო­გორც ექ­სპერ­ტები  და გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლები მი­­თი­თებენ, მა­ღა­როს არ­სებობის შემთხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობა ინ­ფორ­მი­რებული იყოს იმის შე­სახებ, თუ რა სახის მო­პო­ვებითი საქ­მი­­ნობა მიმ­დი­ნა­რეობს ან იგეგ­მება მა­თი საცხოვ­რებელი ად­გი­ლის მახლობლად, რო­გო­რია ამ საქ­მი­­ნობის გა­რე­მო­ზე და ადა­მი­­ნის ჯან­მრთე­ლობაზე ზე­გავ­ლე­ნა, რა ვალ­დებულებები აქვთ მომ­პო­ვებელ კომ­პა­ნიებს მათ წი­ნა­შე, რა იუ­რი­დი­­ლი (მა­გა­ლი­თად, სა­კუთ­რების ჩა­მორ­თმე­ვას­თან და­კავ­ში­რებული) პრობლე­მებისა და საფრთხეების წი­ნა­შე შე­იძ­ლება აღ­მოჩ­ნდნენ და სხვ.

თუმ­ცა  ფე­რე­თას მცხოვ­რებნი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ისი­ნი ამის შე­სახებ არ გა­უფრთხილებიათ.

სა­მა­გი­­როდ ფირ­მა მათ გარ­კვე­­ლი (ფე­რე­თე­ლების თქმით მი­ნი­მა­ლუ­რი) კომ­პენ­სა­ციების გა­ცე­მას და­პირ­და სოფ­ლის მო­სახლეობის  სა­კუთ­რების და­ზი­­ნება-გა­მოყენების შემთხვე­ვა­ში. თუმ­ცა მო­სახლეობის ნა­წილს არ სურს სა­კუ­თა­რი სახლი­სა და ად­გილ -მა­მუ­ლის და­ტო­ვება  და ვერც კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახდა­ში ხედავს გა­მო­სა­ვალს. „შრო­მა მაქვს გა­წე­­ლი და ოფ­ლი დაღ­ვრი­ლი, რომ ეს მი­წა-წყალი გა­მე­შე­ნებინა. ამათ კი ად­ვი­ლად დათხარეს და გა­­ფუ­ჭეს. ჩე­მი მი­წა­ა, არა­ვის­თვის გა­და­ცე­მა და არ­სად წას­ვლა არ მინ­და", - ამბობს მურ­მან ნი­კო­ლა­ძე.

რისკ-ფაქ­ტო­რები

თაბაში­რის მომ­პო­ვებელ­მა სა­წარ­მომ გარ­კვე­­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლები

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა