|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში კონკურსის დასრულებამდე სამსახურების უფროსების ვინაობა გარკვეულია

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ვინაობა, გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე, უკვე გარკვეულია. 

ამის შესახებ, newpresss.ge–ის წყარომ უთხრა. წყაროსვე განმარტებით, აღნიშნულ სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციის "დედათა და ბავშვთა დაცვის ლიგის" წარმომადგენელი, მანანა მანაგაძე უხელმძღვანელებს.
წყაროს ცნობით, მერიის სამსახურების უფროსის პოსტზე ძირითადად, ისინი დარჩებიან, რომლებიც ამდროისათვის უფროსის მოვალეობას ასრულებენ. 
"კონკურსის გზით ახალი უფროსები მხოლოდ რამდენიმე სამსახურში დაინიშნება", – ამბობს წყარო. 
შეგახსნებთ, რომ ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, 48 ვაკანტური ადგილი გაჩნდა (სამსახურის უფროსები, მისი მოადგილეები და განყოფილების უფროსი). აღნიშნულ პოსტებზე ახალი კადრების დანიშვნა კონკურსის გზით უნდა  მოხდეს.
კონკურსი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გამოცხადდა.

აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა