|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰიტლერს საკონცენტრაციო ბანაკში გიგანტური კურდღლების ფერმა ჰქონდა

ისტორია ბევრ კურიოზულ საიდუმლოს ინახავს. მათ შორისაა ნაცისტების მიერ გიგანტური კურდღლების მოშენება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტები გიგანტური კურდღლების მოშენებას აწარმოებდნენ და მათი ბეწვისაგან ჯარისკაცებისთვის ფარაჯას ამზადებდნენ. ეს იდეა კი თავად ჰიტლერს ეკუთვნოდა.

ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ ჰიტლერმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში, საკუთარ ფერმაში, რამდენიმე ქათამი მოაშენა. მისი მიზანი იყო ასევე დიდი რაოდენობით გამოეზარდა ანგორის ჯიშის კურდღელი, რომ ჯარისკაცებს ჰქონოდათ საკმარისი ბამბა თბილი ტანსაცმლისათვის. ბევრმა არ იცის, რომ ეს ძვირადღირებული ცხოველები მოგვიანებით კონცლაგერებში მოაშენეს, მათ შორის ოსვენციმსა და დოხაუში.

რა თქმა უნდა, ნაცისტები კურდღლების მიმართ უფრო მეტ მზრუნველობას იჩენდნენ, ვიდრე პატიმრების მიმართ. ცხოველების გალიები აღჭურვილი იყო გათბობის სისტემით, დღეში კურდღლები უფრო მეტ საკვებს იღებდნენ, ვიდრე პატიმრები თვის განმავლობაში.

ჰიტლერს სურდა კურდღლების ჯიშის გამრავლება ყველა საკონცენტრაციო ბანაკში იმისთვის, რომ მათი ბეწვისგან შეეკერათ ქურთუკები. თუმცა ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა, რადგან ნაცისტებს კურდღლების შესანახად საკმარისი სახსრები აღარ გააჩნდათ.

წყარო : info9.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა