|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ უგზავნის ქართველებს სატანის სახელით, 666-დან შეტყობინებებს

ბოლო დროს მობილური ოპერატორების აბონენტები უცნაურ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ღებულობენ. შეტყობინებების ავტორია ვინმე სატანა (Devil) და ის ნომრიდან, 666-დან იგზავნება.

ამ ნომერზე უკუკავშირი შეუძლებელია. მობილური ოპერატორების კომპანიებში არც კერძო პირზე და არც კომპანიის სახელზე ნომერი 666 რეგისტრირებული არ არის.

ამბები.გე” დაინტერესდა, როგორ ხდება მსგავსი ტიპის შეტყობინებების გაგზავნა, ან ვინ დგას სატელეფონო ნომრის - "666"-ს უკან. აგრეთვე, დავინტერესდით, გააჩნიათ თუ არა ოპერატორ კომპანიებს იმის რესურსი, რომ ამ ნომრიდან გამავალი შეტყობინებები დაბლოკონ.

ამბები.გე” კომენტარისთვის მობილური ოპერატორებს დაუკავშირდა.

"ჯეოსელის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: "მარტო სამი ექვსიანიდან არა, თუმცა იყო შემთხვევა დაფიქსირდა ბევრი ექვსიანიდან შეტყობინება. არსებობს უამრავი კომპანია, რომელიც არალეგალურად ოპერირებს. შესაბამისად, თუ მსგავსი კომპანიებიდან მიღებული შეტყობინენების შემდეგ, მომხმარებელს გაუჩნდება რაიმე პრობლემა, ან თანხა ჩამოეჭრება, ჩვენი სპეციალური განყოფილება მას აუცილებლად დაბლოკავს. თუმცა, ამისთვის მომხმარებელმა პირადად უნდა მოგვმართოს. ხოლო, გახსნილ ზონაში, სადაც არაფერი კონტროლდება, ყველა მომხმარებლის ყველა შეტყობინებას, ჩვენ ფიზიკურად ვერ გავაკონტროლებთ და ამის არც მექანიზმები არსებობს.

"მაგთის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: "ჩვენს ქსელში მსგავსი მოკლე ნომრები არ ფიქსირდება. ესაა ინტერნეტიდან ჰაკერულად განხორციელებული ესემესი, ან ზარი. ჩვენ შეტყიბინების დაბლოკვის მექანიზმი გვაქვს, თუმცა ეს ეხება მხოლოდ ტელეფონიდან გამოგზავნილ შეტყობინებას. გარდა ამისა, ერთი კონკრეტული ნომრის დაბლოკვის შემთხვევაში, იბლოკება ყველა შემომავალი შეტყობინება. შესაბამისად, მსგავს შეთავაზებას ჩვენ მომხმარებელს არ ვთავაზობთ. რაც შეეხება ინტენეტიდან ჰაკერულად განხორციელებულ შეტყობინებებსა და ზარებს, ისინი არ იბლოკება. იმ აბონენტმა, კი ვისთანაც მსგავსი შეტყობინება მივა, უნდა მოგვმართოს პირადად. ჩვენ ამოვიღებთ დეტალურ ინფორმაციას შემოსული შეტყობინებების შესახებ და ტექნიკური მხარე შეამოწმებს, ფიქსირდება თუ არა ამ სამი ციფრის კომბინაციის უკან რაიმე ნომერი. სხვა შემთხვევაში, კომპანიას არ გააჩნია მექანიზმი, აკონტროლოს შეტყობინებები, თუ ის ჩვენ ბაზაში არ დაფიქსირდა."

საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემის, მათ შორის, მობილური ტელეფონის ნომრის გამოყენებას, საქართველოს კანონი - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" არეგულირებს.  "ამბები. გე" დაინტერესდა, გარდა სატელეფონო კომუნიკაციების კომპანიებისა, მოქმედებს თუ არა სახელმწიფოში მექანიზმი, გაკონტროლდეს .. "SPAM SMS"-ები. "ამბები.გე" პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაუკავშირდა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნინო ლომიძე: "ჩვენი აპარატი უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია პერსონალური მონაცემის დაცვაზე. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ჩვენ ვმუშობთ, სწორედ სპამ შეტყობინებებია. ჩვენთან მსგავსი პრობლემით ჯერ არავის მოუმართავს, თუმცა თუ იქნება მომართვა, ჩვენ აუცილებლად გავუწევთ მომხმარებელს კონსულტაციას და დავიცავთ მის პერსონალურ მონაცემს." 


წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა