|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყოფილი ჩინოვნიკის ბიზნესინტერესები – ვინ დგას ინფექციური საავადმყოფოს უკან?

ქუ­თა­ის­ში, ფო­თის ქუ­ჩა­ზე მდებარე ინ­ფექ­ცი­ურ სა­­ვადმყოფო­ში, მრა­ვალ­პრო­ფი­ლი­ან მომ­სახურებაზე გა­და­სას­ვლე­ლად, გა­ფარ­თოება იგეგ­მება. ამ მიზ­ნით, კლი­ნი­კის მეს­ვე­­რები, არ­სებული შე­ნობის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­ის ათ­ვი­სებას აპი­რებენ.

გავ­რცე­ლებული ინ­ფორ­მა­ცი­ით,  ინ­ფექ­ცი­ურ და­­ვა­დებათა ცენ­ტრის ერთ-ერთ თა­ნამ­ფლობელად იმე­რე­თის ყოფი­ლი ვი­ცეგუბერ­ნა­ტო­რი, გი­გა შუ­შა­ნია მო­­აზ­რება. კლი­ნი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, გია გრძე­ლი­ძე არ უარყოფს, რომ იმე­რე­თის ყოფილ ვი­ცე-გუბერ­ნა­ტორ­თან მას ნათ­ლია-მი­რო­ნობა აკავ­ში­რებს. თუმ­ცა, ის შუ­შა­ნი­ას მხრი­დან კლი­ნი­კის თა­ნამ­ფლობელობას არ ადას­ტუ­რებს. გრძე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ იმე­რე­თის ყოფი­ლი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რი იმ თანხის მე­­თედ­საც კი არ ფლობს, რაც  ინ­ფექ­ცი­­რი სა­­ვადმყოფოს რეაბილი­ტა­ცი­ას მოხმარ­და.

"იმ­დე­ნად აბსურ­დი­ა, რო­გო­რა­დაც აქ რო­მე­ლი­მე მთავ­რობის წევ­რი ან პარ­ლა­მენ­ტა­რია წილ­ში. სად აქვს გი­გას ამხელა თანხა. ვინც ამას ეძებს, თა­ვის წარ­სულს მიხედოს. ის ადა­მი­­ნი, ვინც მაგ ბრალ­დებითაა და­ინ­ტე­რე­სებული, ბევრ აქ­ციებს და ბიზ­ნესს ფლობს, უმჯობესია თა­ვის ბინ­ძურ წარ­სულს მიხედოს," - აცხადებს გია გრძე­ლი­ძე.

გავ­რცე­ლებულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სახებ, რომ  ინ­ფექ­ცი­ურ და­­ვა­დებათა ცენ­ტრის ერთ-ერთ თა­ნამ­ფლობელად მო­­აზ­რება, თა­ვად შუ­შა­ნი­აც აბსურ­დულს უწო­დებს. ის ამ მო­საზ­რების ავ­ტო­რად, ყოფი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს და ასე­ვე, იმე­რე­თის ყოფი­ ვი­ცე-გურ­ნა­ტო­რს, გოჩა თევ­დო­რა­ძეს ასახელებს.

"ამ ჭო­რებს, ძი­რი­თა­დად, გო­ჩა თევ­დო­რა­ძე და მას­თან დაახლოებული პი­რები ავ­რცე­ლებენ, რად­გან უნ­და სხვებს და­­ნახოს, რომ მე კი მაქვს ბიუჯეტის ხარჯზე სხვა­დასხვა ქო­ნებები და ბიზ­ნე­სები, მაგ­რამ აი, სხვებიც ჩემ­ნა­­რები არი­­ნო. მას ასე­ვე ვერ მო­­ნე­ლებია ისიც, რომ სწო­რედ მე ვიყავი ის ადა­მი­­ნი, რო­მელ­მაც მას თა­ვის დრო­ზე უა­რი უთხრა სხვა­დასხვა მი­წების აუქ­ცი­­ნის გა­რე­შე მი­ცე­მა­ზე და უკა­ნო­ნო პრო­ექ­ტების დამ­ტკი­ცებაზე, რაც თა­ნამ­დებობიდან ჩე­მი წა­მოს­ვლის შემ­დგომ წარ­მა­ტებით გა­­კე­თა და დღემ­დე აკე­თებს. მინ­და და­ვარ­წმუ­ნო ყვე­ლა, რომ ამ ქალ­აქში არა­ფე­რი არ იმა­ლება და ყვე­ლამ ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცის," - აცახდებს გი­გა შუ­შა­ნი­ა.

გი­გა შუ­შა­ნი­ამ იმე­რე­თის ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რის პოს­ტის და­ტო­ვების შემ­დეგ არა­სამ­თავ­რობო სექ­ტორ­ში გა­ნაგ­რძო მოღ­ვა­წეობა. მი­სი თქმით, სა­­ვადმყოფოების და პო­ლიკ­ლი­ნი­კების თე­მა ჯან­დაც­ვის და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს კომ­პე­ტენ­ცია იყო და მას, საჯარო სამ­სახურ­ში ყოფ­ნის დროს, აღ­ნიშ­ნულ უწყებებთან არა­ნა­­რი ურ­თი­ერ­თობა აქ ჰქო­ნი­ა.

"ა­რა­ნა­­რი შეხება არც  ინ­ფექ­ცი­ურ­თან და არც სხვა სა­­ვად­მო­ფოს­თან არ მაქვს, გარ­და იმი­სა, რომ ხან­დახან ოჯახის წევ­რები დამყავს, თუ ავად გახდებიან. მაგხელა ფუ­ლი, სამ­წუხაროდ, არ მაქვს და არც ისე­თი ანაზ­ღა­­რება მქო­ნია რო­დეს­მე,  რომ არა­თუ ამხელა ინ­ვეს­ტი­ციები სად­მე ჩა­მე­დო, მცი­რე ბიზ­ნე­სიც კი წა­მო­მეწყო. ამი­ტო­მაც, არ ვყოფილ­ვარ არას­დროს ბიზ­ნეს­ში," - აცხადებს გი­გა შუ­შა­ნი­ა. 

საჯარო რე­ეს­ტრის ეროვ­ნუ­ლი სა­­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მების მიხედ­ვით, ინ­ფექ­ცი­­რი კლი­ნი­კის ახლან­დე­ლი მე­სა­კუთ­რე და 100%-ია­ნი წი­ლის მფლობელი ბად­რი ჩაკ­ვე­ტა­ძე­ა. სა­მე­წარ­მეო რე­ეს­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩაკ­ვე­ტა­ძე ოჩამ­ჩი­რის რა­­ონ­ში, სო­ფელ ახალ­დაბაშია დაბადებული. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცა­მებით იგი ქუ­თა­ის­შია რე­გის­ტრი­რებული.

ქუ­თა­­სის ინ­ფექ­ცი­ურ კლი­ნი­კა­ში უარყოფენ თა­ვის დრო­ზე გავ­რცე­ლებულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სახებ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­­ვადმყოფო უკ­რა­­ნელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა შე­­ძი­ნა და ასე­ვე, არ ადას­ტუ­რებენ ახლან­დე­ლი მფლობელის უკ­რა­­ნა­ში ბიზ­ნეს­საქ­მი­­ნობას.

"არ ვი­ცი რო­მელ უკ­რა­­ნე­ლებზე მე­საუბრებით. ამას არ­სებითი მნიშ­ვნე­ლობა არც აქვს უკ­რა­­ნე­ლი იქ­ნება თუ ქარ­თვე­ლი. ეს არის წმინ­და ქარ­თუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ა. მე­სა­კუთ­რეს ბიზ­ნე­სი კი­ევ­ში აქვს, რუ­სეთ­ში თუ ყირ­გი­ზეთ­ში, მთა­ვა­რი­ა, რომ ბიზ­ნე­სი არის ლე­გა­ლუ­რი, გამ­ჭირ­ვა­ლე და ის არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა