|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" კოორდინატორები ხელფასების გარეშე რჩებიან

როგორც newpress.ge - სთვის ცნობილი ხდება, კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორებს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაწეული სამუშაოსთვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.

წყაროს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, დღემდე ხელფასების დარიგების მოლოდინში არიან.
"საპრეზიდენტო არჩევნებში გაწეული საქმიანობისთვის კოორდინატორები ყოველდღე ამაოდ ელოდებიან ხელფასების მიღებას და ამ დრომდე  მოტყუებულები რჩებიან," – ამბობს ქუთაისში მცხოვრები მოქალაქე.

აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.   

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა