|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეცნიერებმა თვალის ფერის სამუდამოდ შეცვლის ხერხს მიაგნეს

ნიუ-იორკში კლინიკა Island Eye Surgicenter-ის მკვლევარებმა, თვალის ფერის 15 წუთში სამუდამოდ შეცვლის უნიკალურ მეთოდიკას მიაგნეს.
ოპერაციის დროს თვალში სილიკონის იმპლანტანტს ათავსებენ, რომელიც თვალის ფერად გარსს ფერს უცვლის. ამ პროცედურის ხანგრძლივობა სულ რაღაც 15 წუთს შეადგენს და ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება.
ხელოვნური იმპლანტანტები გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, კერძოდ ჰეტეროხრომიის - რომლის დროსაც ადამიანის თვალის ფერად გარსს განსხვავებული შეფერილობა აქვს.
სიახლის კოსმეტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც შეიძლება - ახლა ყველა მსურველს შეეძლება ბუნებრივი თვალის ფერი შეიცვალოს. უფრო მეტიც, თუ პაციენტი ოპერაციის შემდეგ შედეგით უკმაყოფილო დარჩება, იმპლანტანტის ამოღება მარტივად შეიძლება.
წყარო:ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა