|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანის ენერგოპროექტი რეგიონს რისკის ქვეშ აქცევს

72 წლის მე­რი იობიძე დაბადე­ბი­დან სო­ფელ მა­მა­წმინ­და­ში ცხოვ­რობს. მა­მაწ­მინ­და ერთ-ერ­თი იმ სო­ფელ­თა­გა­ნი­ა, რო­მე­ლიც ნა­მახვა­ნის  ჰიდ­რო­­ლექ­ტრო­სად­გუ­რების კას­კა­დის მშე­ნებლობის შემთხვე­ვა­ში მო­სახლეობის­გან უნ­და და­­ცა­ლოს, რად­გან ჰესის მშე­ნებლობას ტე­რი­ტო­რი­ის დატბორ­ვა მოჰყვება. ცნობილი­ა, რომ ჰესი სულ 14 სო­ფელს და­­ზა­რა­ლებს, რის გა­მოც 800 ადა­მი­ანს გა­­სახლებენ.

„ბევ­რი მაქვს თუ ცო­ტა, წლების მან­ძილ­ზე ჩე­მი ხელით მოწყობილი ეზო და სახლი მაქვს. არ მინ­და აქე­დან წას­ვლა. რომ გა­დაგ­ვა­სახლონ, რა­ღას მო­ვეს­წრები, ნე­ტა ვერ გა­­კე­თებდნენ" - ამბობს მე­რი იობიძე.

 

აა­შე­ნე, მარ­თე, მი­­ღე მფლობელობაში

ტვი­ში - ნა­მახვა­ნი - ჟონე­თის მო­ნაკ­ვეთ­ში (ლეჩხუმის ტერიტორიაზე) ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის 1930-ია­ნი წლებიდან მი­­დი­ნა­რეობდა კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ოები გა­ცი­ლებით მცი­რე მო­ცუ­ლობის ჰესის ასა­შე­ნებლად. ამ პრო­ექ­ტის გა­ნახლების მცდე­ლობები იყო 1960-იან და 1980-იან წლებში. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტთა დას­კვნების სა­ფუძ­ველ­ზე საბჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობის მი­ერ უა­რი ეთ­ქვა მის განხორ­ცი­­ლებას. ბოლოს კაშხლის იდეა დღის წეს­რი­გი­დან 1990-ია­ნი წლების და­საწყის­ში მოიხსნა.

20-წლი­­ნი ინ­ტერ­ვა­ლის შემ­დეგ, ენერ­გოპ­რო­ექ­ტზე საუბარი 2008 წლი­დან  გა­ნახლდა, რო­დე­საც  სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლებამ დი­დი ენერ­გოჰესებით მსხვი­ლი უცხოუ­რი ინ­ვეს­ტი­ციების მო­ზიდ­ვა გა­დაწყვი­ტა. შე­მუ­შავ­და „გრინ­ფილდ" (ნუ­ლო­ვა­ნი, ანუ სიმბოლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია) ინ­ვე­სი­ტი­ციების სა­შუ­­ლებით ჰიდ­რო­­ლექ­ტრო­სად­გუ­რების მშე­ნებლობის მოთხოვ­ნები, შემ­დე­გი პრინ­ცი­პით - აა­შე­ნე, მარ­თე, მი­­ღე მფლობელობაში "BOO: Build-Oper­ate-Own".

ნა­მახვა­ნის ჰესების კას­კა­დის პრო­ექ­ტის მშე­ნებლობა „ჰიდ­რო­­ნერ­გე­ტი­კა­ში განხორ­ცი­­ლებული „გრი­ფილდ" ინ­ვეს­ტი­ციების" პრო­ექ­ტის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი­ა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობამ გა­მო­აქ­ვეყნა იმ 80 მცი­რე და სა­შუ­­ლო პო­ტენ­ცი­­რი სად­გუ­რის ნუსხა, რო­მელ­თა აშე­ნებასაც სახელ­მწი­ფო ინ­ვეს­ტო­რებს სთა­ვა­ზობდა. და­ინ­ტე­რე­სების შე­საბამი­სად, სა­მი მას­შტაბური ენერ­გო­პო­რექ­ტი: ხუდო­ნის     ჰესი და ონი­სა და ნა­მახვა­ნის ჰესების კას­კა­დი კვლავ განხილ­ვის სა­გა­ნი გახდა. შედ­გა კონ­კრე­ტუ­ლი შე­თანხმებებიც.

ნა­მახვა­ნის კას­კა­დის (სა­მი 450 მე­გა­ვა­ტი­­ნი ჰესის) მშე­ნებლობას­თან და­კავ­ში­რებით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობასა და Nurol Energy Production and Marke­ting Inc- (თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია), Korea Ele­ctric Power Corporation-c (კო­რე­­ლი კომ­პა­ნია) და SK Engine­ering and Constr­uction Co, Ltd-c (კო­რე­­ლი კომ­პა­ნია) შო­რის მე­მო­რან­დუ­მი 2009 ­ლის ბოლოს გა­ფორ­მდა. მე­მო­რან­დუმს ხელი მო­­წე­რეს: სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ხეთა­გურ­მა, KEPCO- ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჰურ კი­ონგ-გო­ომ, SK-ს ვი­ცე პრე­ზი­დენ­ტმა სეო სე­ოკ-ჯაემ და Nurol Holding-ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტმა  ჰუს­ნო დო­გან­მა. შე­თანხმების თა­ნახმად, კონ­სორ­ცი­­მი კას­კა­დის მშე­ნებლობას 2011 წლის მე­­რე ნახევარ­ში და­იწყებს და ექვს წე­ლი­წად­ში და­ას­რუ­ლებს.  და­გეგ­მი­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ოდე­ნობა ერთ მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს. კას­კა­დის წლი­­რი გა­მო­მუ­შა­ვება 1,5 მი­ლი­არდ კვ/სთ იქ­ნება.

დღე­­სათ­ვის არ­სებული ნა­მახვა­ნის ჰიდ­რო­­ლექ­ტრო­სად­გუ­რების კას­კა­დის პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გენს 800იან წლებში შე­მუ­შა­ვებულის ანა­ლოგს. იგი სა­მი კას­კა­დის აშე­ნებას ით­ვა­ლის­წი­ნებს: ტვი­შის ჰიდ­რო­­ლექ­ტრო­სად­გუ­რი, რომ­ლის სიმ­ძლავ­რეც 100 მე­გა­ვა­ტი­ა, ნა­მახვა­ნის (250 მე­გა­ვა­ტი) და ჟონე­თის (100 მე­გა­ვა­ტი) და მო­­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს ორ რე­გი­ონს: იმე­რე­თი­სა და რა­ჭა-ლეჩხუმ­/ქვე­მო სვა­ნე­თს.

 

„ეს იძუ­ლებითი გა­და­ად­გი­ლება"ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობის  აზ­რი ნა­მახვა­ნის კას­კა­დის მშე­ნებლობის სა­კითხის გა­მო ორად არის გაყოფი­ლი. მო­სახლეობის უმე­ტე­სობას საცხოვ­რებელი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვება არ სურს. ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ მათ­თვის მი­სა­ღები კომ­პენ­სა­ცი­ის შემთხვე­ვა­ში, გან­სახლებას დას­თანხმდებიან.

 „მთლი­­ნად სო­ფე­ლი აყრის ზო­ნა­ში­ა. ასე­თი­ვე მდგო­მა­რეობაშია სხვა სოფ­ლებში. გვაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სო­ფელ მა­მაწ­მინ­და­ში სა­საფ­ლა­ოს აყრა­საც<

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა