|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გადაცემა "აქცენტი": ქუთაისის მაჟორიტატი "ოცნებით" და რეალობით [Video]

ქუთაისელთა ოცნებამ მაჟორიტარ დეპუტატს, გუბაზ სანიკიძეს "გვერდი აუარა" - დეპუტატი, რომელსაც ქალაქისთვის არაფერი გაუკეთებია - ასეთია მაჟორიტარის საქმიანობის შეფასება, რომელსაც სანიკიძის ოპონენტები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აკეთებს. მაჟორიტარის ბიუროში კი გუბაზ სანიკიძეს გულისხმიერ დეპუტატად მოიხსენიებენ.

როგორია ქუთაისის მაჟორიტარი "ოცნებით" და რეალობით, ნახეთ გადაცემაში "აქცენტი" newpress.ge-ზე.

სტუმრები - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი გელა გაბადაძე და ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია გოქაძე


გუბაზ სანიკიძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა. სანიკიძემ ქუთაისში არჩევნებზე მისულამომრჩეველთა ხმების 52.28 პროცენტი მიიღო.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე, თეკლა მორგოშია, ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა