|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანჯელინა ჯოლი მეუღლეს დაბადების დღეზე გულის ფორმის კუნძულს აჩუქებს

ამერიკელი ვარსკვლავი, ულამაზესი მსახობი ანჯელინა ჯოლი გულის ფორმის კუნძულის ყიდვას გეგმავს საჩუქრად ბრედ პიტისთვის, რომელსაც მალე 50 წელი შეუსრულდება –აცხადებს ბრიტანული გაზეთი Mirror. კუნძული ნიუ–იორკთან ახლოს მდებარეობს და 20 მილიონი დოლარი ღირს.
პირველად კუნძულით მსახიობი უბრალოდ ულამაზესი ადგილის გამო მოიხიბლა. როდესაც გაირკვა, რომ კუნძულზე ორი სახლია, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა, ფრენკ ლოიდ რაიტიმ დააპროექტა, ვარსკვლავმა გადაწყვიტა მთლიანად შეეძინა კუნძული.
ვარსკვლავი თვლის, რომ კუნძულის სანაპირო მისი სახლიდან 50 მილზე მდებარეობს, რომლის გადალახვაც ვერტმფრენითაც შესაძლებელია და იდეალურია ზაფხულში დასასვენებლად.
2013 წლის ზაფხულში ჟურნალ Forbs –მა ანჯელინა ჯოლი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დაასახელა. სამ წელიწადში მან 33 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


წყარო: bfm.ru

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა