|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მორალი და სამართალი - "რაც ერთგან მიღებულია, მეორეგან კანონდარღევევაა"

"მორალი (ანუ, ფორმულა) და სამართალი (როგორც, შინაარსი)" აღნიშნულ თემაზე წერეთლის უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში  საჯარო ლექცია გაიმართა.

შეხვედრა სტუდენტურ გაერთიანებაინფორმაციის ძალაინიციატივით განხორციელდა.

მომხსენებლებმა, ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა აკაკი კობახიძემ და ბიზნეს-სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ანრი ნიშნიანიძემ მორალის და სამართლის ერთმანეთთან შეხების და გამიჯვნის საკითხებზე ისაუბრეს.

ანრი ნიშნიანიძემ მსჯელობა ძირითადად სამართლის კუთხით წაიყვანა და დანაშაულის "ანატომაიში", დამნაშავის და დანაშაულის ტიპებსა და მიზეზებში გარკვევას შეეცადა. ასევე, ისაუბრა იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება დანაშაულის პრევენცია და ვის ან რას მიუძღვის ამაში წვლილი.  

მორალი ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდის სამართალთან, და ხშირად სწორედ სამართალთან დაპირისპირებაში იბადება იგი. შესაძლებელია მორალს წინააღმდეგობა გააჩნდეს საკუთარ თავთანაც. მორალი ფარდებითი ცნებაა და მან დროსა და სივრცეში შეიძლება ცვლილება განიცადოს, ითქვა შევედრაზე. 

"მაგალითად, პარლამენტში ახლახან მიღებულმა კანონმა ერთმანეთთან დააპირისპირა ქართული სუფრის მორალი ქუჩაში ქცევის წესის მორალთან. ის რაც ერთგან სწორი და მიღებულია მეორეგან კანონდარღევევაა",- ითქვა შეხვედრაზე. 

აკაკი კობახიძემ მორალი და სამართალი, როგორც ანტონიმები ისე განიხილა. აღნიშნულის საილუსტრაციოდ უხვად მოიყავანა მაგალითები ლიტერატურიდან თუ ისტორიიდან. 

შევედრა დისკუსიით დასრულდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა