|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მონიკა ბელუჩის ყოფილი ქმარი საქართველოში ჩამოდის

'შავი გედის' , 'ოუშენის თორმეტი მეგობრისა' და უამრავი ცნობილი ფილმის ფრანგი ვარსკვლავი ვენსან კასელი თბილისში ჩამოდის. 
მსახიობი ავსტრალიური პროექტის, 'პარტიზანის' მონაწილეა. ავსტრალიელი რეჟისორის, არიელ კლაიმანის შეთავაზებით, ის ფილმში მთავარ როლს დათანხმდა. 
ფრანგი ვარსკვლავი გრეგორის როლს შეასრულებს, შარმიანი და მისტიკური პერსონის, რომელიც ქალებსა და ბავშვებს კომუნაში გაერთიანებას სთავაზობს, სადაც ისინი მოწყვეტილნი არიან გარესამყაროს. 
ფილმის შესახებ კასელმა უკვე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მისი პერსონაჟი არის უნივერსალური მამა კარგი და ცუდი გაგებით. ის იშვილებს ბავშვებს და მათთან ერთად მისი კარი მათი დედებისთვისაც ღიაა. 'წარმოგიდგენიათ, როგორი სულგრძელი ვარ?' - კითხულობს ღიმილით მსახიობი. 
ფილმი 2014 წელს გამოვა, მანამდე კი გადაღებები მსოფლიოს მრავალ წერტილში მიმდინარეობს, საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გადაღების მოედანი საქართველოშიც გაიშალა, რამდენიმე ეპიზოდს სწორედ აქ იღებენ და ვენსან კასელიც დეკემბრის დასაწყისში სამუშაოდ ესტუმრება ჩვენს დედაქალაქს. 
წყარო: reitingi.ge

ავტორი: ნიუპრესი