|
  • EUR 1 = GEL 3.0125
  • USD 1 = GEL 2.4351
|

რას აღიარებენ "პატრიოტები" გადაცემაში "აქცენტი" - ახალი სცენარი ქუთაისურ პოლიტიკაში [Video]

ბოლო რამდენიმე დღეა ქუთაისში ყველაზე აქტიურად იმის სიტყვები - "გადაბირება" "შანტაჟი", "ზეწოლა" – და ამ განცხადებების ფონზე ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი“ ხუთმა დეპუტატმა დატოვა.


რას უკავშირდება დაწყებული პროცესები, სადაც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას სახელიც არაერთხელ გაჟღერდა? ვინ მართავს პროცესებს და ვის სასარგებლოდ?
ბრძოლა საკუთარი იდეების განსახორციელებლად თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის?
ორად გაყოფილი "პატრიოტები" და ახალი პოლიტიკური სცენარი ქუთაისში – ნახეთ newpress-ის ყოველკვირეულ გადაცემაში "აქცენტი", newpress.ge-ზე.

სტუმრები -  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, "პატრიოტთა ალიანსს" გამოყოფილი წევრი, მერაბ მეშველიანი და საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი გოგიტა გოგელაშვილი.


ავტორი: თეა ზიბზიბაძე, თეკლა მორგოშია, ანა ჯანაშია