|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პოპული" იხურება - სუპერმარკეტების ქსელი ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანიამ შეისყიდა?

ქუთაისში, სუპერმარკეტების ქსელი "პოპული" იხურება, რომელიც newpress.ge-ის ინფორმაციით, კომპანია "ფუდლაინჯორჯიამ" შეისყიდა. აღნიშნულ კომპანიაში კი პარლამენტის დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მეუღლის,  შალვა ბებოშვილის ინტერესებია.

ქუთაისში "პოპულის" შენობაზე გაკრული წარწერის მიხედვით, ოფიციალურად, მაღაზია მიმდინარე აღწერის გამო, დროებით დაკეტილია. თუმცა, ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, "პოპული" არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით იხურება. ქსელის დახურვის მიზეზად "პოპულის" გაკოტრება სახელდება.

newpress-ის ინფორმაციით, სუპერმარკეტების ქსელ "პოპულის" ახალი მესაკუთრის "ფუდნალინჯორჯიას" მიერ სავაჭრო ცენტრს პროფილშეუნარჩუნდება, თუმცა  ის ფუნქციონირებას სხვა სახელწოდებით გააგრძელებს.


აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.   

ავტორი: ნიუპრესი