|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩეხეთის მთავრობამ იხვისა და თახვის გამოსახულებიანი ტრუსები შეიძინა

ჩეხეთის მთავრობამ, წლიური ბიუჯეტის ამოწურვის მიზნით, შეიძინა ქალისა და მამაკაცის ტრუსების დიდი პარტია. ამასთან, ქალის ტრუსებს თახვი ახატია, ხოლო მამაკაცისას იხვის გამოსახულება. ამ ფაქტის გამო ქვეყანაში დიდი სკანდალი დაიწყო, რადგან თეთრეულის შესაძენად 30 ათასი დოლარი დაიხარჯა. „ეს საოცრად სულელური ქცევაა, მე შოკში ვარ, მაგრამ სულ არ მიკვირს ეს საქციელი მთავრობისაგან“- ამბობს ჩეხეთის გრინფისის ლიდერი იან პინოსი.

გარდა ამისა, ჩეხეთის მთვრობა სექსუალური შინაარსის სურათების განთავსებაშიც დაადანაშაულეს, რადგან ინგლისური ენის ჟარგონზე სიტყვა თახვი (beaver) ქალის სასქესო ორგანოს ნიშნავს. სწორედ თახვი არის გამოსახული ქალის ტრუსებზე.

მომზადებულია topnovosti.com-ის მიხედვით

წყარო: "ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი