|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი კეკელიძე – გიორგი საბანაძეს ვურჩევ, ნელ-ნელა ჭორებს შეეგუოს

სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა
ივანიშვილმა  შეპირებისამებს არასამთავრობო ორგანიზაცია"მოქალაქე" დააფუძნა.საზოგადოებისთვის  უკვე ცნობილია აღმასრულებელი დირექტორის ვინაობაც  –აღნიშნული პოზიცია გიორგი საბანაძემ დაიკავა. საბანაძემ, რომელიც  მანამდე 
ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. თავად ორგანიზაციის და განსაკუთრებით აღმასრულებელი 
დირექტორის მიმართ ბევრი კითხვა და ინფორმაცია გაჩნდა – ხშირადურთიერთგამომრიცხავი. რადგან ორგანიზაციის წარმომადგენლები და თავადგიორგი საბანაძეც შეპირებულ პრეს–კონფერენციამდე  მედიასთან ნაკლებადურთიერთობენ, ამიტომ ჩვენ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს დავუკავშირდით.
- მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია გავრცელდა გიორგი საბანაძის გარშემო. მაგრამ, რადგან ყველაზე უკეთ ალბათ მაინც თქვენ იცნობთ მას როგორც საქმიან პარტნიორს, ისე პიროვნებას, ამიტომ გკითხავთ, თქვენი ვარაუდით მაინც რატომ შეაჩერეს არჩევანი „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე, სწორედ გიორგი საბანაძეზე?
- ვფიქრობ, გიორგი საკუთარი კომპეტენციისა და ლიბერალური ღირებულებების გამო შეარჩიეს. მე  არ ვარ ჩართული ამ ორგანიზაციის ფორმირების საკითხში და არც ვაპირებ. გადაწყვეტილების მიღებისას მან მხოლოდ ზოგადი რჩევა მკითხა, მე ვუპასუხე ის, რაც თვითონაც კარგად იცოდა - მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით - ეს დიდი და სარისკო გზაა. ის არ გახლდათ პოლიტიკურად მოტივირებული პერსონა და ნაკლებ სავარაუდოა, ვინმეს მსგავსი თვალთახედვით შეერჩია.
– კონკრეტულად რა პროექტებზე მუშაობს გიორგი საბანაძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში?
– გიორგი საზოგადოებასთან ურთიერთობასა და პიარს ხელმძღვანელობს. ასევე ჩართული იყო ფონდების მოზიდვასა და პროექტების განხორციელებაში. ის გახლდათ გახმაურებული საარჩევნო პლაკატების გამოფენისა თუ სხვა მსგავსი აქტივობების ინიციატორი. ჩვენ ერთობლივად ვგეგმავდით და მომავალშიც გავაგრძელებთ ბიბლიოთეკის კულტურულ ცენტრად ქცევას.
– ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით  ბოლო წლებში განსაკუთრებით „გამოიჩინა“ თავი ხელისუფლებამ. 17 მაისმა, წინწყარომ, ნიგვზიანმა, ჭელამ აჩვენა, რომ ხელისუფლების რიგ  წარმომადგენლებს (სტრატეგიულად მნშვნელოვან პოსტებს რომ იკავებენ სწორე მათ) საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ  ადამიანის უფლებებზე. „მოქალაქეს“ ამ მიმართულებითაც მოუწევს ალბათ მუშაობა. ანუ ხელისუფლების სერიოზული კრიტიკა,  რამდენად ხედავთ უკომპრომისობის პოტენციალს გიორგი საბანაძეში?
– გიორგი საბანაძე არის უმცირესობათა უფლებების აქტიური დამცველი. უბრალოდ მას ამ თვალსაზრისით საჯარო სტატუსი არ ჰქონდა დამკვიდრებული. ბიბლიოთეკაში, მთავარ სამკითხველო დარბაზში განთავსებული ტოლერანტობის კუთხე, ჩემი და მისი ერთობლივი ინიციატივაა. მე დარწმუნებული ვარ გიორგი უკომპრომისო იქნება და კონიუნქტურას ძნელად დაემორჩილება. თუ ჩემი რწმენა მისმა ნაბიჯებმა შეარყია, მიუხედავად ჩვენი მეგობრობისა, პირველი ვიქნები, ვინც ამას მიუთითებს.
– თქვენ ერთგან აღნიშნავთ, რომ საბანაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურულ ბრენდად ქცევის პროცესში, რამდენად ხედავთ იმის შესაძლებლობებს რომ „მოქალაქე" აქციოს ბრენდად (გუნდთან ერთად ბუნებრივია) ?
– იმედი მაქვს, რომ ამას მოახერხებს. თუმცა, მას ახლა გაცილებით რთული ამოცანები ექნება გადასაჭრელი. მოსალოდნელია შეცდომებიც და ზოგჯერ მცირე მარცხიც, მაგრამ მთავარია, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოს, ნაკლები ყურადღება მიაქციოს ცილისწამებათა კორიანტელს, რაც მას თავს დაატყდა და მეტი დაატყდება ბუნებრივია, აკეთოს საქმე, საქმე რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას წაადგება. მე მესმის სკეპტიკოსების, მათ შორის კეთილგანწყობილი ადამიანებისაც, მაგრამ ამ ყველაფერს გიორგიმ უნდა უპასუხოს. მე ამ შემთხვევაში მის წარსულზე უფრო ვარ ,,პასუხისმგებელი’’.
– პოლიტიკური სიტუაციის, საზოგადოებების განწყობების განთვალისწინებით, რამდენად რთული როლი დაეკისრა მას და ხომ არ ფიქრობთ, რომ  მისი ეს ნაბიჯი  მაინც რისკთან არის კავშირში?
– აღვნიშნე კიდეც - ეს რისკი იყო. ჩემთვის ცხადია, რომ ყოფილი პრემიერის სახელთან ასოცირება საზოგადოების თვალში მას გარკვეულ პოზიციას მიუჩენს. ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე - მითხრა, რომ სრულიად დარწმუნებულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობაში და საკუთარ მოქმედებებში ამ თვალსაზრისით მომავალში.
– ვრცელდება ინფორმაცია , რომ თითქოსდა თქვენ უმუამდგომლეთ საბანაძესაღნიშნული პოსტის დასაკავებლად...
– გიორგიზე, როგორც განათლებულ ახლაგაზრდა პროფესიონალზე, არაერთ ადამიანთან მისაუბრია, მათ შორის პოლიტიკურად სრულიად განსხვავებულ პოზიციებზე მყოფებთან. რაც შეეხება უკანასკნელ ამბავს, ეს ჭორების ნაწილია, რასაც მე მივეჩვიე და გიორგისაც ვურჩევ, ნელ-ნელა შეეგუოს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა