|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიას საერთშორისო ISO სერტიფიკატი მიენიჭა (R)

მიმდინარე წლის დასაწყისში, დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრში არსებულ ლაბორატორიას, ISO-9001:2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა.

საერთაშორისო სტატუსის მისაღებად, გასული წლიდან, კლინიკამ მთელი რიგი პროცესები გაიარა. მათ შორის იყო ქუთაისის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული კვლევების 100%-იანი შედეგები, რომელიც კლინიკამ გერმანიის ბიორეფერენს-ინსტიტუტისგან (RfB) მიიღო.

ლაბორატორიის მიერ განხორცილებული საქმიანობა უცხოელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ეროვნული სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიაში ყველა სამუშაო პროცესი საერთაშორისო ჩარჩოში მოექცა და ნებისმიერი სახის კვლევა სრული 100%-იანი სანდოობის ხარისხით ხორციელდება. ლაბორატორიაში მაქსიმალურად დაცულია პაციენტისა და მომუშავე პერსონალის უსაფრთხოება.

ხარისხის  სერტიფიკატი ISO 9001:2008 გულისხმობს, რომ  კლინიკის ლაბორატორიის  მუშაობა შეესაბამება ISO- სტანდარტებს.

"სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, ლაბორატორიაში დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ეფუძნება საქმიანობისადმი პროცესუალურ  მიდგომას. ეს სისტემა უზრუნველყოფს, რომ ყველა სამუშაო პროცესი შეესაბამებოდეს და რეგულირდებოდეს საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესების მიხედვით," – ამბობს ქსელის ლაბორატორიული სამსახურის უფროსი, ნინო აბესაძე

ISO 9001:2008 სტანდარტი შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და მისი ფლობა ნიშნავს აღიარებას ნებისმიერ ქვეყანაში. იგი იძლევა კომპანიის მხრიდან მაღალი ხარისხის მომსახურეობის და სტაბილურობის გარანტიას.

"გასულ წელს დასახული მიზანი შევასრულეთ და სერტიფიკატის მოპოვება შევძელით. ეს დიდი წარმატებაა მთელი ქსელისთვის. ამიერკავკასიაში აღნიშნულ სერტიფიკატს რამოდენიმე კლინიკის ლაბორატორია ფლობს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ჩატარებული კვლევები მაღალი სანდოობით სარგებლობს," - აცხადებს  დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ანჟელა ორჯონიკიძე.

საერთაშორისო ექსპერტები კლინიკაში აუდიტის განსახორცილებლად  დაგემილი თუ დაუგეგმავი ვიზიტებით  პერიოდულად ესტუმრებიან.

სამედიცინო ცენტრი მუდმივად ორიენტირებულია პაციენტებისთვის უკეთესი მომსახურების მიწოდებაზე. ამ მიზნით ცენტრში მოქმედებს პროგრამა "სერვის+", რომლის ფარგლებში ტრენინგები და ტესტირება ლაბორატორიის ყველა თანამაშრომელმა გაიარა.

"ჩვენი მიზანია არა მარტო გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ მოლოდინებს," - აცხადებს საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მაკა ბაბუნაშვილი.

ლაბორატორიაში პაციენტთა კმაყოფილების მონიტორინგი მუდმივად ხდება. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 400 გამოკითხული პაციენტიდან, ლაბორატორიის მუშაობით კმაყოფილებას 92% გამოთქვამს, ხოლო გამოკითხულთა 8% უკმაყოფილო მხოლოდ რიგში დგომის გამოა. თუმცა, კლინიკაში რიგების შემცირების მიზნით, უახლოეს პერიოდში დამატებითი სარეგისტრაციო პუნქტის გახსნა იგეგმება, რაც რიგებს პრაქტიკულად გამორიცხავს.

სამედიცინო ცენტრის ლაბორატორია მთლიანად დასავლეთ საქართველოს ემსახურება. ლაბორატორიის პაციენტებს უკვე შესაძლებლობა აქვთ კლინიკას არასამუშო დღეებშიც მიმართონ.

 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა