|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ებრაელმა მეცნიერებმა კიბოს სამკურნალო ვაქცინა გამოიგონეს - გარღვევა სიმსივნეებთან ბრძოლაში

ებრაელმა მეცნიერებმა კიბოს ვაქცინა გამოიგონეს. მიუხედავად იმისა, რომ ახალ წამალს კიდევ ხანგრძლივი კლინიკური გამოცდა ელის, იგი უკვე 2013 წლის სამცნიერო გარღვევად აღიარეს.

ვაქცინაზე პროფესორი ლეა აიზენბახი და მისი კოლეგები 30 წელი მუშაობდნენ. დღეს კი ლეა აიზენბაჰი დარწმუნებით ამბობს, რომ მისმა ჯგუფმა მოახერხა გამოენახა ხერხი, რომელმაც სხვადასხვა სტადიაზე კიბოს 20-მდე სახეობის მკურნალობა ავადმყოფობასთან ბრძოლის მთელი ისტორიის მანძილზე მაქსიმალურად წარმატებული და ეფექტური უნდა გახადოს.
"ჩვენ შევიმუშავეთ ვაქცინა, რომელიც იმუნურ სისტემას ააქტიურებს ისე, რომ მის მთავარ მებრძოლებს - ლიმფოციტებს - სუპერ ჯარისკაცებად აქცევს. ისინი 
სიმსივნურ უჯრედებს პოულობენ და მთლიანად ანადგურებენ", - ამბობს ვეიცმანის სახელობის ინსტიტუტის იმუნოლოგი პორფესორი ლეა აიზენბახი.
კიბოს სახეობის მიხედვით საჭირო ვაქცინა, შესაძლოა, პირდაპირ სისხლში ან პაციენტის სხეულიდან ამოღებულ უჯრედოვან ქსოვილში შეიყვანონ. ლიმფოციტებს ახალ გარემოში ხელოვნურად ამრავლებენ და ორგანიზმში აბრუნებენ, სადაც ისინი კიბოს უჯრედებს ანადგურებენ.

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა