|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეცნიერების დასკვნით, გთხოვილები გაუთხოვრებზე დიდხანს ცოცხლობენ

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გათხოვილი ქალები 28% -ით ნაკლებად იღუპებიან გულის დაავადებებით, ვიდრე გაუთხოვრები.

ეს დასკვნა, ბრიტანელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტის შედეგად გამოიტანეს. კვლევის დროს გამოიკითხა 730 000 საშუალო ასაკის ქალი. ცხრა წლის შემდეგ 30,000 გამოკითხულს დაეწყო გულის პრობლემები, ხოლო ორი ათასი ქალი სწორედ ამ დიაგნოზით გარდაიცვალა.

ექიმი სარა ფლაუდი და მისი კოლეგები ოქსფორდის უნივერსიტეტიდან აცხადებენ, რომ მართალია გულის პრობლემებს გათხოვილი და გაუთხოვარი ქალები განიცდიდნენ ერთნაირი პროპორციით, მაგრამ ქორწინებაში მყოფი ექსპერიმენტის მონაწილეები, უფრო იშვიათად კვდებოდნენ, ვიდრე გაუთხოვრები. ასე რომ: გულის პრობლემებით გარდაიცვალა ასიდან სამი გათხოვილი და ასიდან ოთხი-გაუთხოვარი.

კვლევამ აჩვენა, რომ ქორწინებაში მყოფი ქალების სიცოცხლე სწორედ მათმა მეორე ნახევრებმა იხსნეს, რომლებიც აიძულებენ ქალებს დაეცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, უარი ეთქვათ მავნე ჩვევებზე და ასევე, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ცოლების მკურნალობის პროცესს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით

წყარო: "ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა