|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თანამდეროვე სტანდარტების სამედიცინო პროფესიული სასწავლო ცენტრი გაიხსნა (R)

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის შენობის მიმდებარედ "სამედიცინო კორპორაცია ევექსმა" სამედიცინო პროფესიული სასწავლო ცენტრი ჩამოაყალიბა. სასწავლო ცენტრი საქართველოში ერთადერთია. ის პირველ ეტაპზე "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალს მოემსახურება, ხოლო მეორე ეტაპზე კი საქართველოში არსებული სხვადასხვა სამედიცინო ინსტიტუტებისა და ტრენინგების საჭიროებით დაინტერესებულ პირებს გაუწევს დახმარებას.

სასწავლო ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია "ქუთაისის სასწავლო და კვლევითი ცენტრის" ბაზაზეა დაფუძნებული. თავის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაცია კი სამედიცინო კორპორაციამ დააარსა.

"ქუთაისის სასწავლო და კვლევითი ცენტრი" საერთაშორისო პროფესიულ ასიციაციებთან და ორგანიზაციებთან ითანამშრობლომლებს. ცენტრში ტრენინგ-სემინარებს გამოცდილი ქართველი და მოწვეული უცხოელი ექსპერტები ჩაატარებენ.

სამედიცინო ინფრასტრუქტურით მოწყობილი სიმულაციური სასწავლო კაბინეტები, სატრენინგო აუდიტორიები, საკოფერენციო დარბაზები და კომპიუტერული ლაბორატორია შესაძლებლობას ქმნის ერთდროულად სწავლება 150 მსმენელს ჩაუტარდეს.  

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი"  ჰოსპიტალური ქსელის "ჩემი ოჯახის კლინიკის" რებრენდინგის შედეგია და დღეიდან მომხმარებლის წინაშე  ამ სახელწოდებით წარდგება.

კომპანიის რებრენდინგი მმართველი გუნდისა და ბიზნეს სტრატეგიის ცვლილებამ განაპირობა, რაც ჰოსპიტალურ ქსელში საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებთან მიახლოებას და პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურების დანერგვას გულისხმობს. სწავლების თანამედროვე მეთოდებით, თეორიული ლექცია-სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობებით სამედიცინო პერსონალს საშუალება ექნებათ მუდმივად მიიღონ ინფორმაცია მსოფლიო მედიცინის უახლეს მიღწევებზე.  

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" საქართველოს 6 რეგიონში 36 კლინიკით არის წარმოდგენილი. 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა