|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიმართვა ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტებს!

ძვირფასო სტუდენტებო,

 

2014 წლის 7 მაისს, 12.00-ზე, ქუთაისს (ქუთაისის უნივერსიტეტი, წერეთლის ქ.#13) ესტუმრებიან სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები, რათა შეგხვდნენ თქვენ და გაგაცნონ პროექტი „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომელიც, იმედი გვაქვს, თითოეული თქვენგანისთვის საინტერესო შეთავაზებას გულისხმობს.

 

შეხვედრაზე ერთად განვიხილავთ 15 ივნისის არჩევნებში ახალგაზრდების როლს და იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ქმნის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. ამის შემდეგ, თითოეულ თქვენგანს გთავაზობთ, რომ შექმნათ ტექსტური ბლოგი ან ვიდეობლოგი, სადაც თქვენი შეხედულების მიხედვით განმარტავთ, რა წვლილი შეიძლება შეიტანოს თითოეულმა აქტიურმა მოქალაქემ თავისი ქალაქის ცხოვრებაში; რას ნიშნავს პირადად თქვენთვის გარემო, რომელშიც ცხოვრობთ; როგორ გსურთ ამ გარემოს გარდაქმნა და რა დახმარება გჭირდებათ ამისთვის თანაქალაქელებისგან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ბლოგში ან ვიდეობლოგში უნდა იყოს ორი ინიციატივა, რომლის განხორციელება, ავტორის აზრით, სასარგებლო იქნებოდა ქუთაისისთვის.

                                                                 

ბლოგები და ვიდეობლოგები გამოქვეყნდება საიტზე www.newpress.ge-ზე და ანაზღაურდება. აგრეთვე, თქვენი ბლოგები მონაწილეობას მიიღებს მთელი საქართველოს მასშტაბით ხუთ ქალაქში შექმნილი ბლოგების საერთო კონკურსში და გამარჯვებულები თბილისში სპეციალური პრიზით დაჯილდოვდებიან.

 

ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს სტიმული შეგიქმნათ, რომ იფიქროთ საკუთარ როლზე, საკუთარ ქალაქზე, ცვლილებებზე ქალაქში და დაგეხმაროთ, რომ არჩევნების შემდეგ რეალურად ითანამშრომლოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. გვინდა, რომ ერთად გავზარდოთ ახალგაზრდების როლი და გავლენა ქუთაისის ცხოვრებაში.

 

უფრო დაწვრილებით პროექტის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ შეხვედრაზე, რომელზეც მოუთმენლად გელოდებით.

 

პატივისცემით, ია ანთაძე

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა