|
  • EUR 1 = GEL 2.998
  • USD 1 = GEL 2.5405
|

სტიპენდიები გერმანიაში მაგისტრატურაზე სასწავლებლად

ჰამბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი აცხადებს სტიპენდიებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად.

სწავლა შესაძლებელია უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა სპეციალობაზე. სტიპენდია შეადგენს 400 ევროს ყოველთვიურად. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, სტიპენდია ინიშნება ერთი სემესტრის განმავლობაში, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მომდევნო სემესტრში გადაგრძელებაც.

სტიპენდიი მოსაპოვებლად მსურველს აუცილებელია:

  • ფლობდეთ ბაკალავრის დიპლომს;
  • GPA სასურველია არ იყოს 2,5-ზე დაბალი;
  • ჩაბარებული გქოდეთ ჰა,ბურგის უნივერსიტეტის რომელიმე სამაგისტრო პროგრამაზე;
  •  კარგი იქნება თუ სტუდენტს გავლილი აქვს სტაჯირება ან დასაქემბული იყო სპეციალობით ან ჩართულია სოციალურ აქტივობებში.

რაც შეეხება სასწავლო პროგრამებს მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სასწავლო პროგრამები არის როგორც გერმანულ, ისე ინგლისურ ენაზეც. შესაბამისად მოითხოვება უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია პროგრამაზე აპლიკაციის წარდგენამდე არაუმეტეს ორი წლისა.

ინგლისურ პროგრამებზე ცოდნის დამადასტურებელად შეგიძლიათ წარადგინოთ შემდეგი სერტიფიკატებიდან ერთ-ერთი TOEFL, IELTS, Cambridge Certificates.

რაც შეეხება გერმანულენოვან პროგრამებს, ცოდნის დასადასტურებელად წარსადგენი დოკუმენტაციები  იხილეთ აქ.

ზაფხულის სემესტრის პროგრამებისთვის აპლიკაციების მიღების დედლაინია 30 აპრილი, ზამთრის სემესტრისთვის კი 30 ოქტომბერი.

რაც შეეხება საცხოვრებელს, სპეციალურად სტუდენტებისთვის ქირავდება ოთახები, რომელთა შესახბ ინფორმაციასაც ნახავთ აქ.

სტიპენდიის მისაღებად უნდა შეავსოთ აპლიკაცია, თან დაურთოთ აპლიკაციაში მოთხოვნილი დოკუმენტაცია და გაგზავნოთ მისამართზე nancy.falke@hv.haw-hamburg.de

შეგახსენებთ, რომ სტიპენდიის მისაღებად პრიველ რიგში აუცილებელია უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ პროგრამაზე ჩაბარება. საჭირო პროცედურებს კი შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

დამატებითი დეტალებისთვის კი გადადით ბმულზე.

 

წყარო

ავტორი: