|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტიქიამ იმერეთს 600 000 ლარის ზარალი მიაყენა

ძლიერი წვიმების შედეგად იმერეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დაზარალდა. მუნიციპალიტეტებში საგანგებო შტაბები შეიქმნა, რომლებიც გუბერნიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. ზარალი პირველი მონაცემებით, 600 000 ლარს აღწევს, თუმცა შესაძლოა, მონაცემები შეიცვალოს. 

ვიცე-გუბერნატორის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მონაცემები დაზუსტების შემდეტ ცენტრალურ ხელისფლებას გადაეცემა შემდგომი რეაგირებისათვის. 

"შტაბები 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. მათი მონაცემებით, სტიქიამ იმერეთი მნიშვნელოვნად დააზარალა, პირველი მოაცემებით, ზარალი 600 000 ლარს შეადგენს, შესაძლოა, შეიცვალოს. ჩვენ სრულად შევადგენთ ზარალის მონაცემებს და გადავუგზავნით შემდგომი რეაგირებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. მისივე ინფორმაციით, პრობლემები როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან მოგვარდება.

სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები და მდინარეების სანაპიროები, ბაღდათში მეწყერი ჩამოწვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა