|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტიქიამ თერჯოლაში ქათმების ფერმა გაანადგურა

ძლიერმა წვიმებმა თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირის მიმდებარედ ქათმების ფერმა გაანადგურა. განადგურებულია როგორც ინფრასტრუქტურა, ისე ფრინველი.

 „დაგვეხოცა ასეულობით კვერცხმდები ქათამი. ზარალი ძალიან დიდია“, - განაცხადა ფერმის დირექტორმა გია კეზევაძემ.


ქათმების ფერმა კერძო მეწარმეებს სახელმწიფოს ხელშეწყობის პროგრამიდან ჰქონდათ დაფინანსებული. ამ წუთებში ზარალს ითვლიან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა