|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სუფთად ევროპისკენ“-რეგიონებში მასშტაბური დასუფთავების აქციები დაიწყო

 საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქციები დაიწყო. „სუფთად ევროპისკენ“ ასე ჰქვია აქციას, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტრო კურირებს.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების მასშტაბური აქცია იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტში  გაიმართა.

აქციაში ქუთაისიც აქტიურად ჩაერთო. ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ჭავჭავაძის ქუჩაზე, მდინარე ,,რიონის" მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. აქცია ორდღიანია და ხვალ მუხნარის ტყეში გაგრძელდება.

 დასუფთავების აქციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი თანამშრომლებთან ერთად   სამტრედიის მუნიციპალიტეტში შეუერთდნენ. ღონისძიებაში ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. 

იმერეთის რეგიონში „სუფთად ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში 115 ლოკაციის დასუფთავებაში 4 000 – მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დასუფთავების აქცია საქართველოს 10 რეგიონის 74 მუნიციპალიტეტში გაიმართება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა