|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სწრაფად და სრულყოფილად მოხდეს დავით ერაძის სახლზე სროლის ფაქტის გამოძიება"

"სწრაფად და სრულყოფილად მოხდეს დავით ერაძის სახლზე სროლის ფაქტის გამოძიება" - აღნიშნული მოთხოვნით განცხადებას კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ აკეთებს.
 
"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის - დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დავით ერაძემ მოიპოვა სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბის ვიდეომასალა, რომელიც ასახავდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის სახეში დარტყმას.
 
კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, ხომ არ უკავშირდებოდა აღნიშნული ქმედება მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია.
 
კოალიცია, მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს სწრაფად, ჯეროვნად და სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება", - ნათქვამია კოალიციიის განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა