|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სხვისთვის გაზიარებული ბედნიერება -ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მოსწავლეების უჩვეულო "ბოლო ზარი"

სოციალური აქცია ბანკეტის ნაცვლად–ქუთაისის #14 საჯარო სკოლის მე–12–ე ა კლასის კურსდამთვრებულებმა წვეულებაზე უარი თქვეს. კლასის 21–მა მოსწავლემ, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ტრადიციული საბანკეტო წვეულების ნაცვლად ბავშვთა სახლში აღნიშნა.

,,ბედნიერება სრულყოფილია, თუ სხვასაც გაუზიარებ“–ამ იდეის ქვეშ ახალგაზრდები ერთხმად გაერთიანდნენ. მოსწავლეებმა წვეულებისა და ტანისამოსის გამოყოფილი თანხით საჩუქრები შეიძინეს და ზესტაფონის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. კურსამთავრებული ნაზი ბალანჩივაძე განმარტავს, რომ ეს იდეა კლასში დაიბადა, როდესაც სკოლის დამთავრების აღნიშვნას გეგმავდნენ.

„როდესაც ვგეგმავდით ბანკეტს, ვფიქრობდით, როგორ აღგვენიშნა სკოლის დამთვარება. მოგვივიდა იდეა, სიხარული სხვებისთვის გაგვეზიარებინა. ვიფიქრეთ, რომ ყველაზე მეტად ჩვენი სტუმრობით ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გავახარებდით. ამიტომ შევარჩიეთ ზესტაფონის ბავშვთა სახლი. შევაგროვეთ ტანსაცმელი, პროდუქტი, საჩუქრები, ის, რაც შეგვძლო სახლიდან მოგვეტანა. ვეწიეთ ბაშვთა სახლს. ეს იყო ბედნიერება, რომელსაც ვერ მივიღებდით ბანკეტით. ბავშვები საოცრად მომზადებული დაგვხვდნენ. იზეიმეს ჩვენთან ერთად, საჩუქრები გადმოგვცეს. ეს არ არის ერთჯერადი, ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ურთიერთობას. მათ მატერიალურ დამხარებაზე მეტად სითბო და სიყვარული ჭირდებათ და ხშირად მივალთ მათთან“–განაცხადა ნაზი ბალანჩივაძემ.

კურსდამთავრებულები სკოლას ავტობუსით ესტუმრნენ. კლასის დამრიგებლის ნონა გოგორიშვილის თქმით, მოკრძალებულად დაწყებული იდეა, სხვებისთვის მისაბაძი გახდა. 

  

 

„ზოგადად, ასეთი იდეები გვქონდა, მოკრძალებულად ვაკეთებდი პატარ–პატარა აქციას, მაგრამ ბავშვებმა თავად გადაწყვიტეს–ბანკეტი არ გვინდა და მოდი, ბავშვები გავახაროთო. ძალიან გასახარებელი იყო ეს იდეა. მეც იდეები მივაწოდე, შეირჩა ზესტაფონის ბავშვთა სახლი. ემოცია დაგვხდა ისეთი, მოლოდინს გადააჭარბა. ბავშვები რომ წამოვიდნენ, ემოციების გამო ხმას ვერ იღებდნენ. ვიცნობ ჩემს მოსწავლეებს და ვიცი, ისინი მსგავს აქციებს თავადაც გააგრძელებენ და სხვასაც მოუწოდებენ. არ ველოდით ისეთი გამოხმაურება მოყვა“, –განაცხადა ნონა გოგორიშვილმა.

როგორც სკოლის დირექტორი ნონა ჩუბინიძე აცხადებს, მსგავსი აქცია მათ სკოლაში სხვა დროს არ ქონიათ.

„ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვებს უარი უთქვამთ ბანკეტზე და სადმე წასულან, მაგრამ არასოდეს ყოფილა ის, რომ სკოლამდათავრებულები ბავშვთა სახლში წასულიყვნენ. მართლაც საინტერესო იდეა იყო და დამრიგებელთან ერთად განახორციელეს. ჩვენც მხარი დავუჭირეთ, ძალიან მოეწონათ პატარებს და ვფიქრობთ, ტრადიციადაც ჩამოყალიბდება ჩვენს სკოლაში“,–განაცხადა ნონა ჩუბინიძემ.

საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის ბოლო ზარი 20 მაისს დაირეკა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა