|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სკოლასთან მისასვლელ გზაზე ასფალტი დაიგება

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე # 36-ე  საჯარო სკოლამდე მისასვლელი ასფალტის გზის დაგება მალე დაიწყება. ამის შესახებ ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მერიის ინფორმაციით,  ქუთაისის მერი ადგილზე ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და ვაკისუბნის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა.  გზის მონაკვეთზე  რეაბილიტაციის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. 

,,თაბუკაშვილის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება დღემდე უჭირს. აქვეა 36-ე სკოლა და უამინდობისას სკოლამდე მისასვლელი გზა თითქმის მიუვალია. ჩვენ აღნიშნული პრობლემა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ, 2 თვეში აქ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 800 მ სიგრძის ასფალტის საფარი დაიგება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი