|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თალიბანის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ავღანელებს აღარ აქვთ უფლება დატოვონ ქვეყანა

 თალიბანის პრესსპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი აცხადებს, რომ ავღანელებს აღარ აქვთ უფლება წავიდნენ აეროპორტებში და დატოვონ ქვეყანა. 

თალიბანის პრესსპიკერი თხოვს აშშ-ს, ნუ მოუწოდებს ავღანელებს ქვეყნის დატოვებისაკენ.

 ასევე ის ურჩევს ქალებს, დარჩნენ სახლებში, მათივე უსაფრთსხოებისათვის.

მისი თქმით, 31 აგვისტომდე ყველა უცხოელი ევაკუირებული უნდა იყოს ამერიკელი სამხედროების მიერ.

მუჯაჰიდი აღნიშნავს, რომ ავღანეთში კვლავ მუშაობს მედია, საავადმყოფოები, სკოლების, უნივერსიტეტები და ადგილობრივი მთავრობები.

 

ავტორი: ნიუპრესი