|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მტვერი ქუთაისისათვის კვლავ პრობლემად რჩება" - თამარ ბაგრატია

ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მობილური ექსპრესს ლაბორატორიის საშუალებით გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი განისაზღვრა.

მონიტორინგს გარემოს ეროვნულმა სააგენტოს  უფროსი თამარ ბაგრატია,  ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  სააგენტოს სპეციალისტმა ატმოსფერული ჰაერის, ხმაურის და ელექტრო მაგნიტური გამოსხივების მაჩვენებელი ადგილზე განსაზღვრა. მტვრიანობის მაჩვენებელი დასაშვებ ზღვართან ახლოს დაფიქსირდა, ხოლო ხმაურმა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, თამარ ბაგრატიას განცხადებით, მტვრიანობა კვლავ რჩება ქუთაისის გამოწვევად.

„დღეს დიდ ქალაქებში ყველაზე დიდი პრობლემა ჰაერის დაბინძურებაა, ამის მიზეზია მტვერი, მოძველებული ავტომანქანების გამონაბოლქვი. სამწუხაროდ, ქუთაისში ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას.  მუდმივი დაკვირვების მიხედვით, დაახლოებით სამჯერ, ერთჯერადი დაკვირვებით კი, ამ ადგილზე ზღვრულად დასაშვებ ნორმასთან ახლოს დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ქუთაისისათვის მტვერი ჯერ კიდევ პრობლემად რჩება",-განაცხადა ბაგრატიამ.

როგორ ქუთაისის მერმა შოთა მუღღულიამ აღნიშნა, მათთვის პრობლემის შესახებ ცნობილია, მტვრიანობა ქალაქის გარეუბნებში კიდევ უფრო მაღალია, რაც, მისი თქმით, ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

ქალაქის მერის თქმით, მტვრიანობას მწვანე საფარის მოცულობის ზრდით უპირისპირდებიან: "ქალაქს ერთ ჰექტარზე მეტი მწვანე საფარი შევმატეთ, უსაფრთხოების კუნძულების სახით",-აღნიშნა მურღულიამ. 

გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს დაბინძურების მონიტორინგს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარებს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა