|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია გამოვლენილ თაღლითობასთან კავშირს უარყოფს

ქუთაისის მერია ტყიბულის გამგეობის მოხელის მიერ ჩადენილ, სავარაუდო  დანაშაულთან კავშირს უარყოფს.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად,  ტყიბულის გამგეობის თანამშრომლმა, გიორგი კუპრაშვილმა მეწარმეს  ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ თანხას გამოსძალა.

როგორც "ნიუპრესმა" გაარკვია, საქმე კუპრაძისა და ვარლამიშვილის ქუჩაზე გამოცხადებულ,  547 778 ლარიან ტენდერს უკავშირდება, რომელში გამარჯვების მოსაპოვებლად  კუპრაშვილი მეწარმეს თანხის  25% -ს,  136 944 ლარს  თხოვდა.

ტენდერებში რაიმე სახის მონაწილეობას და მაქინაციის გზით გამარჯვებულის გამოვლენის შესძლებლობას გამორიცხავს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. მალხაზ ბასილაძის განცხადებით, შეუძლებელია ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობაში ვინმე თვითნებურად ჩაერიოს და ამ შემთხვევაში საქმე თაღლითობასთან გვაქვს.

"შეუძლებელია, ვინმე ჩაერიოს ტენდერების მიმდინარეობაში, რადაგან აქ არანაირი მონაცემი არ საჯაროვდება, ეს არის წმინდა წყლის თაღლითობა. თუ მეწარმე არ იქნებოდა ინფორმირებული, ის თაღლითობის მსხვერპლი გახდებოდა"–განაცხადა ბასილაძემ.

გამოძიება ტყიბულის გამგეობის მოხელის მიმართ 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა