|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფლების სესხი"- როცა მთავრობა დახმარებას ითხოვს

„ნიუპრესი“ აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაგაცნობთ.

ქუთაისში გამომავალი ყოველდღიური გაზეთის "ჩვენი მეგობარი" ინფორმაციის თანახმად, "თავისუფლების სესხის" საქმეების მოსაგვარებლად" 5 მაისს, ქალაქის თეატრში, ქუთაისის აღმასრულებელი კომიტეტის და მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს წევრთა გაერთიანებული სხდომა გახსნილა, სადაც ხალხს თავისუფლების სესხისა და რევოლუციური მთავრობისადმი ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას უხსნიდნენ.  

"მთელი რიგი ორატორებისა უხსნის დამსწრეთ მნიშვნელობასა და სამართლიანობას ახალი "სესხისას" და მოუწოდებს მოქალაქეთ თავისუფლებისა და რევოლუციის გასაღრმავებლად მიიტანონ თავიანთი წვლილი სამშობლოს საკურთხეველზე", -წერს გაზეთი.

შეგახსენებთ, 1917 წელს ქვეყანას დროებითი მთავრობა მართავდა, რევოლუციური მთავრობის ფინანსური მხარდაჭერისათვის ფასიანი ქაღალდები გამოიცა, რომლის მეშვეობით მოსახლეობისაგან თანხების მობილიზაცია ხდებოდა. ამას "თავისუფლებისათვის გაღებულ სესხს" ეძახდნენ.

  

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა