|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„დინამოსა“ და „ტორპედოს“ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები გუშინ ერთმანეთს შეხვედრის დაწყებამდე დაუპირისპირდნენ.
გულშემატკივრებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. ისმოდა აფეთქებების ხმაც. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

როგორც მომხდარი ინციდენტის შესახებ  შსს-ში  განმარტეს, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებს, რომელიც პოლიციამ განმუხტა. რაც შეეხება, სროლის ხმას, ინციდენტის დროს გამოყენებული იყო პიროტექნიკა.

ინციდენტის შესახებ უწყებას გამოძიება არ დაუწყია.

რაც შეეხება შეხვედრას,  0:0 დასრულდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა