|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას განათლების მინისტრი და გერმანელი მეცნიერები გაეცნენ

თბილისში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფონდ "ქართუს" ხელმძღვანელები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და გერმანელი მეცნიერები ადგილზე გაეცნენ. ამ დღეს სამშენებლო მოედანი ჟურნალისტებისათვისაც გაიხსნა. 

ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნიკო ჩხეტიანის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაფუძნდება. მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან საწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის  ინფორმაციით, მშენებლობის პროცესი 170 ათასი კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. შენდება სამი სასწავლო კორპუსი და სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი, ბიბლიოთეკა და სასადილო.

პირველ ეტაპზე 7 კორპუსი აშენდება, მათ შორის იქნება როგორც  სტუდენტებისა და პროფესურის საცხოვრებელი და ასევე  სასწავლო კორპუსები.  ასევე, მოეწყობა  თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტები.

უნივერსიტეტი პირველ ნაკადს 2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად სტუდენტებს სამი საგნის არჩევა შეეძლებათ. ესენია: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და საგანმანათლებლო პროგრამები.მომდევნო წლებში კი მოხდება, როგორც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატება, ასევე, სპეციალობების სპექტრის გაფართოება.

ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. 

 სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების მოხევით შეირჩევიან და დაფინანსებაც გრანტის შესაბამისად ექნებათ, უცხოელ სტუდენტებზე კი განსხვავებული საფასური იქნება.  სამივე ფაკულტეტზე სწავლა ინგლისურ ენაზე იქნება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა