|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოკლული ახალგაზრდის სახელი ქუთაისში მომხდარ კრიმინალს უკავშირდება

გუშინ თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი გიორგი ფირცხელიანია.  კრიმინალური შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა.

ადგილობრივებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ათამდე გასროლის ხმა გაიგეს.  "ჯერ ორი ტყვია ესროლეს, შემდეგ წაქცეულს მიჯრით დაახალეს,-ამბობენ თვითმხილველები.  
დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 


გიორგი ფირცხელიანის სახელი 2009 წელს ქუთაისში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევასთან უკავშირდება, რა დროსაც  ის მკლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, მას ბრალად ორი ახალგაზრდის დაჭრა ედებოდა.

 შსს- გამოძიების ვერსიებზე არ საუბრობს.  საქმე ორი - 108-ე და 236 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა