|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გოგონები დაიღუპნენ

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  ხარაგაულელი  არასრულწლოვანი გოგონები დაიღუპნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 

ერთ-ერთი გოგონა, მარიამი ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში სწავლობდა. ერთი წელია, რაც თბილისში დეიდასთან საცხოვრებლად და სასწავლებლად გადავიდა. მარიამი 16 წლის, ლიზი კი 7 წლის იყო.  გარდაცვლილი გოგონები დეიდაშვილები არიან.

შემთხვევის შედეგად დაშვებულია ერთი მამაკაცი.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

 

 

chemikharagauli

ავტორი: ნიუპრესი