|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, შესაძლოა, შეზღუდვები დროზე ადრე მოიხსნას

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თუ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, მთავრობამ შესაძლოა, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნასთან დაკავშირებითაც დაიწყოს მსჯელობა.

გახარიას თქმით, მათ შორის ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

"დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ 18 ათასი აღებული ტესტიდან, დადებითი მხოლოდ 723-ია, რაც რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ეს ჩვენთვის მაინც დიდი რიცხვია, თუმცა მიუახლოვდა 4%-ს. როცა დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4% 7 დღის განმავალობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. 

დღეს ჩვენ უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. პირველ რიგში, ეს ეხება საგანამანთლებლო დაწესებულებებს, რომ ჩვენს ბავშებს მივცეთ შესაძლებლობა კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც ერთვის და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც გვაქვს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, სანამ ეტაპობრივად და სრულად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული. 2,3,4 და 5 ათას ყოველდღიურ მაჩვენებლზე უნდა გვესმოდეს, რომ ნორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაზე საუბარი არ და ვერ იქნება“, - 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა