|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს 37 პირი დააკავეს

გუშინ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს 37 პირი დააკავეს. დაკავებულთა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 
უწყების ინფორმაციით,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.
 
დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.
დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს დილიდან საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა